სტატიები სპორტულ კვებაზე

ალკოჰოლი და ბოდიბილდინგი

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ალკოჰოლი - მავნებელია თუ არა ის ბოდიბილდინგში, ბევრი სვავს ამ კითხვას. რა თქმა უნდა მავნებელია. თუ ეწევით ეს კიდევ ნახევარია იმ უბედურების, რაც ალკოჰოლის მიღების და ვარჯიშის შემთხვევაში შეიძლება დაემართოს სპორტსმენს, საუკეთესო შემთხვევაში კუნთის ზრდას არც უნდა ელოდოთ.
ყველა ალკოჰოლური სასმელი შეიცავს სპირტს. შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც, რომ არყის ან სხვა ალკოჰოლის ბოთლზე ალკოჰოლის შემცველობის მაჩვენებელ გრადუსთან და პროცენტულობასთან ერთად შეიძლება აღნიშნული იყოს მისი კალორიულობის მაჩვენებელიც. კი, არის ალკოჰოლში კალორიები მაგრამ არა ისეთი როგორიც ჩვეულებრივ სხვა საკვებ პროდუქტებშია, ალკოჰოლი არ შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს და ცხიმებს. ალკოჰოლი ძალიან ნელა გადამუშავდება ორგანიზმში მოხვედრისას, მაგალითად: 10 მლ არაყის მონელებას ჭირდება 1 საათი, ე.ი. თუ თქვენ დალევთ 200 მლ არაყს, მის მონელებას თქვენი ორგანიზმი მოანდომებს თითქმის 8 საათს.
როგორ მოქმედებს ალკოჰოლი კუნთებზე? პირველ რიგში იგი ანელებს ანაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, საჭმლის მონელების პროცესი ფერხდება და ნელდება, მოკლედ რომ ვთქვათ ანგრევს და სისხლში ხვდება ძალიან მცირე რაოდენობის ამინომჟავები და იწყება მათი დეფიციტი. ასევე მცირდება გლიკოგენის მარაგი რომელიც კვებავს ენერგიით კუნთებს. ალკოჰოლის კიდევ ერთი მინუსი, იგი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოვნებას. არის კიდევ ერთი ფაქტი, ორგანიზმში ალკოჰოლის მოხვედრისას, ტესტოსტერონის დონე მცირდება 25%-ით, ანდროგენი კი გარდაიქმნება ესტროგენად.
ლუდის მოყვარულებს შეუძლიათ თქვან, რომ ლუდში ალკოჰოლი ნაკლები რაოდენობითაა და მისი დალევა შეიძლება, მაგრამ აბა დაითვალეთ ლუდის მოყვარულებო რა რაოდენობის ლუდს მიირთმევთ? 1 ბოთლს 1 ლიტრს თუ გაცილებით მეტს? საბოლოო ჯამში კი ალკოჰოლის რაოდენობა ორგანიზმში მაინც კრიტიკულ ზღვარს სცდება. ლუდში ალკოჰოლის გარდა კიდევ არის ფიტოესტროგენი, მცენარეული ქალის სქესის ჰორმონები, რომლებიც ადვილად გარდაიქმნება ცხიმად და ლაგდება ქალის სხეულისთვის დამახასიათებელ ადგილებში და არღვევენ ორგანიზმში ქალის და მამაკაცის ჰორმონების ბალანსს. ბოდიბილდერს კი რა სჭირდება? მათ ჭირდებათ მამაკაცის ჰორმონის (ტესტოსტერონის) დიდი რაოდენობის შემცველობა ორგანიზმში.
როგორც ხედავთ ალკოჰოლი და ბოდიბილდინგი შეუთავსებელია! ასე რომ არჩევანი თქვენ გააკეთეთ, ან ერთი ან მეორე ან ორივე ერთად. ალკოჰოლის მიღების მერე ორგანიზმში მაღლა იწევს კორტიზოლის დონე, ეს არის სტრესის ჰორმონი, რომელიც შლის ცილებს (კუნთებს), ისინი იშლებიან ამინომჟავებად. ალკოჰოლი ასევე ორგანიზმში შლის ვიტამინ ,,C" და ასევე სხვა მრავალ ვიტამინებს, რომლებიც თქვენ ორგანიზმს ჭირდება ფუნქციონირებისთვის. ალკოჰოლის მიღების მერე თქვენ ორგანიზმს ჭირდება დიდი დრო იმისთვის რომ აღდგეს, პირველ რიგში მას ჭირდება დრო იმისთვის, რომ გადაამუშაოს და მოინელოს მიღებული ,,შხამი"-ალკოჰოლი და შემდეგ კი აღდგეს და დაუბრუნდეს ფუნქციონირების ნორმალურ რიტმს. ხოლო ენერგია კი აღარ ეყოფა მას ვარჯიშის მერე დაზიანებული კუნთების აღსადგენად და თქვენს ნაშრომს რამოდენომე ვარჯიშით უკან დაწევს. ორგანიზმი ყოველთვის თავად ირჩევს და აკეთებს იმას რაც მას ჭირდება და საჭიროდ თვლის, ჯერ შხამს იცილებს შემდეგ კი მას ენერგია აღარ რჩება კუნთების აღსადგენად. ვფიქრობ ნათლად დაგიხატეთ ის საშინელი სურათი რაც ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში ხდება ორგანიზმში.
ვარჯიში ალკოჰოლის მიღების შემდეგ ანუ ნაბახუსევზე ("პახმელიაზე") დიდ ზიანს მიაყენებს თქვენს ორგანიზმს, იგი ამ დროს გაუწყლოვნებულია, სისხლი შედედებულია და სასარგებლო ნივთიერებები გაჭირვებით გადაადგილდება ძარღვებსა და კაპილარებში.
ახლა კი, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე კარგად იცით, ალკოჰოლის მავნებლობა და თუ როგორ შეუთავსებელია იგი ბოდიბილდინგთან და სპორტთან. და საერთოდ, ალკოჰოლი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!!!