სტატიები სპორტულ კვებაზე

ბოდიბილდინგი და მოწევა

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის იცის ყველამ, მწეველი ადამიანი იმყოფება დიდი რისკის ქვეშ და დიდი შანსი აქვს მიიღოს გულის შეტევა, დაინგრიოს გულსისხლძარღვთა სისტემა და ასევე კიბოს და მრავალი ონკოლოგიური დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
არის თუ არა შანსი იმისი, რომ შევათავსოთ მოწევა და ბოდიბილდინგი? მრავალი სპორტსმენი ეწევა და ,,კაჩაობს", ეს მაინცადამაინც კარგი არ არის, პირველ რიგში როდესაც ადამიანი ეწევა, მისი ფილტვები ნაგვიანდება იმ სიბინძურით რასაც სიგარეტის ბოლი შეიცავს: კუპრი, ნიკოტინი, ნახშირბადის მჟავა და სხვა.
გინდათ ნახოთ რა არის ეს საზიზღრობა? ჩაატარეთ ექსპერიმენტი, აიღეთ თეთრი ცხვირსახოცი ან რაიმე თეთრი მატერიის ნაჭერი, დაარტყით ნაფაზი, მიიდეთ ტუჩებთან თეთრი ცხვირსახოცი და ჩასუნთქული სიგარეტის ბოლი გაატარეთ თეთრ ცხვირსახოცში. ახლა კი დახედეთ და ნახავთ საკუთარი თვალით თუ რა საზიზღრობა დარჩება ცხვირსახოცის ზედაპირზე და ეს მხოლოდ ერთი ნაფასის შემთხვევაში, ეხლა კი წარმოიდგინეთ ერთი მთლიანი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში რაც ხდება და იმაზეც დაფიქრდით დღეში რამდენს ეწევით და სიგარეტის წევის რამხელა სტაჟი გაქვთ. დასაფიქრებელია ხო?
მოდით და ვილაპარაკოთ იმაზე თუ რატომაა ცუდი მოწევა ანუ როგორ მოქმედებს მოწევა კუნთებზე. მოწევის დროს იზრდება გულისცემა და გამოდის, რომ გული დატვირთვით მუშაობს. ნიკოტინი და სიგარეტის კვამლში შემავალი სხვადასხვა ნივთიერებები ნეგატიურ მოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე, რის შედეგადაც გამომუშავდება სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, ეს კი პირდაპირმნიშვნელოვნად უშლის კუნთების ზრდას ხელს, არტერიული წნევა მაღლა იწევს და მეტაბოლიზმის დონე დაბლა ეცემა.
ის ადამიანები ვინც ეწევიან ორმაგად მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან იშემიური დაავადებთან მიმართებაში ვიდრე არამწეველები. კუნთის ზრდისთვის აუცილებელია ჟანგბადი, მწეველები კი კუნთის უჯრედებს გარდა ჟანგბადისა სიგარეტის მოწევის მეშვეობით აწვდიან მრავალ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც მომწამვლელად მოქმედებს ორგანიზმზე და ამ დროს კუნთის უჯრედები განიცდიან ჟანგბადის უკმარისობას, შესაბამისად კუნთის ზრდის პროგრესირებაც მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მწეველებს ძალიან სუსტი სუნთქვა ანუ ,,დიხანია" აქვთ. მოკლე მანძილის გარბენაც კი უჭირთ და სულს ძლივს ითქვამენ.
როგორც ხედავთ ბოდიბილდინგი და მოწევა შეუთავსებელია ერთმანეთთან, ჯობია დაანებოთ თავი მოწევას და სიგარეტზე დაზოგილი ფულით ასე ვთქვათ ჯანმრთელობა იყიდოთ.