სტატიები სპორტულ კვებაზე

სექსი და ბოდიბილდინგი

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ბოდიბილდინდით დაკავებული ადამიანის სხეული ხდება ლამაზი, ქალებისთვის სასურველი და ამავდროულად ძლიერი. თქვენი მაჩვენებლები ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით რამდენჯერმე უფრო მაღალია, არ იღლებით, კარგი ერექცია გაქვთ რადგანაც თქვენ ორგანიზმში სისხლი უკეთესად ცირკულირებს.
განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევა რამდენადმე ძლიერდება ისეთი სავარჯიშო მოძრაობების დროს, როგორებიცაა ჩაჯდომა და შტანგის ამოწევა. ასევე აღნიშნული მოძრაობების შესრულებისას ბევრად მეტი რაოდენობით გამომუშავდება მამაკაცური სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი და ამის გამო იზრდება სექსუალური ლიბიდოც, ანუ სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ.
სექსი, ბოდიბილდინგი და პლიუს სტეროიდები - აი აქ გვმართებს სიფრთხილე. გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ სტეროიდების დიდი დოზით მოხმარებამ, ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ,,კურსზე" ყოფნამ შესაძლოა იმპოტენცია გამოიწვიოს, ნაწილობრივ მართალია. არ გაშინებთ, მაგრამ ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, ყველაფრის თავი და თავი ხომ მაინც ადამიანის ფსიქოლოგიაა.
მოდით ეხლა კი გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე, თუ როგორ მოქმედებს კუნთების ზრდაზე სექსი. ზოგი ამტკიცებს, რომ კუნთის ზრდას ხელს უწყობს, ზოგიც კი პირიქით და იმით ასაბუთებენ, რომ სექსის დროს იხარჯება ტესტოსტერონი რომელიც ესოდენ საჭიროა და აუცილებელია კუნთების ზრდისთვის.
მე კი ვთვლი, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა ქონდეს ადამიანს, ასევე სექსიც. თუ თქვენ ყოველდღე სექსით ხართ დაკავებულები და ამავდროულად დადიხართ დარბაზში საკაჩაოდ, თავად გამოიტანეთ დასკვნა, კარგ რეზულტატებზე პრეტენზია არ უნდა გქონდეთ.
კვირაში 2 - 3 ჯერ სექსი არ გაწყენთ, პირიქით სასიამოვნო მუხტით და ენერგიით იქნებით სავსე, პოზიტივი კი კარგი ვარჯიშის და რეზულტატების საწინდარია. მოკლედ, საზღვარი უნდა ვიცოდეთ ყველგან და ყველაფერში.
ასევე ერთი მინდა დავამატო, თუ თქვენ ხართ სტეროიდების აქტიური მომხმარებელი, ანუ მოიხმართ დიდი დოზებით და ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სექსუალური უძლურების სიმპტომები გაგიჩნდათ, არამც და არამც არ დაელოდოთ, რომ თავად დარეგულირდება ყველაფერი. სასწრაფოდ გაიქეცით ექიმთან და მკურნალობაც იაფი დაგიჯდებათ და მალევე გათავისუფლდებით არასასურველი პრობლემისგან.
კიდევ ერთი, ყველაზე მაღალი ტესტოსტერონის დონე კი მამაკაცის ორგანიზმში არის დილით, როდესაც ახალი გამოღვიძებული ხართ.