სტატიები სპორტულ კვებაზე

რა არის ამინომჟავები?

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

როგორც ცნობილია, ამინომჟავები არის ცილის შემადგენელი. ანუ, ჩვენ მოვიხმართ ცილებს საკვების სახით, ხოლო ის კი უკვე კუჭში გადამუშავდება ამინომჟავებად და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება სისხლში. ხოლო ის კაფსულები და ტაბლეტები რომლებსაც ჩვენ ვეძახით ,,ამინომჟავებს“ იმით არის კარგი, რომ კუჭში მოხვედრისას ისინი უკვე გადამუშავებულია და აღარ იკარგება დრო და ენერგია მათ გადასამუშავებლად და ისინი პირდაპირ შეიწოვება და ხვდება სისხლში. ზუსტად ამიტომაა რეკომენდირებული ამინომჟავების მიღება პირდაპირ ვარჯიშის დამთავრებისთანავე რადგანაც ამ დროს ჩვენი ორგანიზმს ესაჭიროება ცილები და სხვა საჭირო ნივთიერებები რათა სასწრაფოდ შეაჩეროს მან ბოდიბილდერებისათვის ესოდენ არასასურველი, შეგვიძლია ვთქვათ მტერი - ,,კატაბოლიზმი“.
თავისთავად, ამინომჟავები ბუნებაში არსებობს მრავალი სახის და მათი ჩამოთვლა აქ უადგილო იქნება მაგრამ ერთის თქმა შემიძლია, რომ სასურველი კუნთური მასის გასაზრდელად, მეცნიერებმა შეძლეს და შეკრიბეს ყველა ის ამინომჟავა რომლებიც ჭირდება სპორტსმენებს, კაფსულებში და ტაბლეტებში, რომლებიც ორგანიზმის მიერ ადვილად შეიწოვება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამინომჟავების მიღების წესს. მათი მიღება აუცილებელი მშიერ კუჭზე საკვების მიღებამდე 45-60 წუთით ადრე დღეში 2-ჯერ. რაც არ უნდა იყოს კაფსულები და ტაბლეტები საჭმელთან ერთად ცუდად იხსნება. ეს ეხება მხოლოდ ამინომჟავებს, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ამინომჟავებთან ერთად კაფსულებში არის კიდევ სხვა დანამატები (ვიტამინები, მინერალები და ა.შ.) რომლებიც ცარიელ კუჭში მოხვედრისას იწვევენ გარკვეულ გართულებებს (გულისრევის შეგრძნება, დისკომფორტი და სხვა). აქედან გამომდინარე ძალიან ადვილად ავიცილებთ თავიდან ყველა ზემოაღნიშნულ უსიამოვნებას თუ ყურადღებით წავიკითხავთ მწარმოებლის რეკომენდაციას და შემადგენლობას.
აღნიშნული ამინომჟავები შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ სპორტსმენებმა ჩვენს კვების რაციონში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კვების დანამატი ჩვენი მიზნის მისაღწევად. რათქმაუნდა, კიდევ არსებობენ ისეთი ,,პროფესორი“ ბოდიბილდერები რომლებსაც ამინომჟავები, პროტეინი, კრეატინი, ვიტამინები და სხვა, საშინელ ქიმიურ პრეპარატებად ეჩვენებათ და დარწმუნებულებიც კი არიან მათი საშინელი შემადგენლობის მოქმედებაში(ღვიძლის დაშლა, გულის გახეთქვა, კუნთების გაწელვა/დაჭკნობა, რქების და კუდის ამოსვლა-გამოსვლები და კიდევ ძალიან ბევრი სხვა რამ, მათ ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს). მაგრამ მათი ამ შეხედულების წყალობით ადვილად მისახვედრია თუ ვისთან გვაქვს საქმე :)
დაიმახსოვრეთ, ამინომჟავები გამოიყენება იმისთვის რომ ვარჯიშის ზემოქმედებით მიღებული მიკრო დაზიანებები აღსდგეს რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომაც ამინომჟავების გამოყენება ვარჯიშის წინ ენერგეტიკის დანიშნულებით არ შეიძლება. ამინომჟავების გამოყენება აუცილებელია გრაფიკით, საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე და აუცილებლად ვარჯიშის დამთავრებისთანავე მშიერ კუჭზე. ამინომჟავების დიდი რაოდენობით მიღების აუცილებლობა კი არ არის. საკმარისია მივიღოთ ის რაოდენობა, რასაც გვირჩევს მწარმოებელი ფირმა.