სტატიები სპორტულ კვებაზე

რა არის გლუტამინი?

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

გლუტამინი არის ამინომჟავა, რომელიც პირველ ადგილს იკავებს შემცველობით სისხლსა და კუნთებში. გლუტამინი დიდ როლს თამაშობს ცილების დაშლასა და სინთეზში. თუ ადამიანი იღებს აღნიშნულ ამინომჟავას, ამ შემთხვევაში აქტიურდება ცილების სინთეზი და მცირდება ცილების (კუნთების) დაშლა.
სპორტული კვების მსოფლიო ბაზარზე გლუტამინი ცალსახა ლიდერია. მრავალი ათლეტი ზუსტად მას ანიჭებს უპირატესობას. გლუტამინი ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციებს. მას შეიცავს მრავალი კვების პროდუქტები რომელთაც აქვთ პროტეინული (ცილების) შემცველობა. სამწუხაროდ კვების პროდუქტებში არასაკმარისია გლუტამინის შემცველობა, ათლეტის ორგანიზმი მას სწრაფად გადაამუშავებს. ზუსტად ამიტომაა აუცილებელი აღნიშნული ამინომჟავის მიღება სპორტული კვების დამატებებიდან იმისთვის, რომ ათლეტებმა გლუტამინის საჭირო რაოდენობა მიიღონ.
ძალისმიერი ვარჯიშები ყველა ათლეტის ორგანიზმისთვის სტრესია. სტრესი კი ისე არ ჩაივლის რომ არ გამოიყოს ორგანიზმში გლუკოკორტიკოიდები, რომლებიც ,,არბილებს“ ენერგიის ხარჯვას და ამ დროს ,,წვავს“ კუნთის ქსოვილს. გლუკოკორტიკოიდების კატაბოლური ეფექტის შეჩერება კი შეუძლია აღნიშნულ ამინომჟავას - გლუტამინს.
ასევე წლის ცივ პერიოდში, ზამთარში, გლუტამინს შეუძლია დაეხმაროს ათლეტებს, სეზონისთვის დამახასიათებელ, მრავალი ინფექციების დაძლევაში. გლუტამინი არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი. იგი არის ორგანიზმისთვის იმ ენერგიის მთავარი წყარო, რომელის წყალობითაც ის ებრძვის მრავალ ინფექციურ დაავადებას.
გლუტამინი ასევე არის ძლიერი აღმდგენი ამინომჟავა, რომელიც ათლეტებს ეხმარება ვარჯიშის შემდგომ პერიოდში აღდგენით პროცესს. ასევე იგი ეხმარება ადამიანებს აღდგენაში, რომლებმაც გადაიტანეს ქირურგიული ოპერაციები. იგი რამდენიმეჯერ აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას თავისი ანტიკატაბოლიტური ფუნქციის წყალობით და ასევე ამცირებს ცილების (პროტეინის) დაშლას და თავისუფალი ამინომჟავების დაკარგვას კუნთოვანი ქსოვილიდან.
ასე და ამგვარად, გლუტამინი გვევლინება ადამიანისთვის ერთ-ერთ მთავარ და მისთვის აუცილებელ ამინომჟავად, მისი რაოდენობა ორგანიზმში მცირდება გადატანილი სტრესის და ფიზიკური დატვირთვების გამო, რაც ხელს უწყობს და აძლიერებს ადამიანის ორგანიზმში კატაბოლიზმს. თუ ადამიანის ორგანიზმი განიცდის გლუტამინის ნაკლებობას, ამ დროს იზრდება ტრავმების და ინფექციური დაავადებების რისკი. ამიტომაცაა, რომ ასევთქვად გლობალური პრობლემაა ადამიანისთვის გლუტამინის ნაკლებობა და ასევე ფარულიც, რადგანაც ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ამინომჟავის ნაკლებობას არავინ აქცევს ყურადღებას და ავადმყოფობას აბრალებენ სხვადასხვა ვირუსებს. კიდევ ერთი, აქვს თუ არა გლუტამინს უკუჩვენებები ან გვერდითი მოვლენები? მინდა გითხრათ რომ არა. რაც არ უნდა გადააჭარბოთ დოზას მას არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია.
დაბოლოს, გლუტამინი ბოდიბილდერისთვის ყველაზე აუცილებელი ამინომჟავაა.