სტატიები სპორტულ კვებაზე

როგორ გავზარდოთ სისხლში ტესტოსტერონის დონე?

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ამ სტატიაში მინდა აღვწერო თუ როგორ შეიძლება ჩვენს ორგანიზმში, სისხლში ავწიოთ ტესტოსტერონის დონე. აღნიშნული შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით. მოდით განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება ეს.
პირველი მეთოდი ბოდიბილდინგში აპრობირებული და ძალიან ეფექტური მეთოდია, მაგრამ მეტ-ნაკლებად საზიანო. ესაა ანდროგენო-ანაბოლური სტეროიდების მიღება. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში ჩვენ შეგვყავს სინთეტიკური სტეროიდები კუნთში შპრიცით ან ორალურად ტაბლეტირებული სახით. აღნიშნულის შემთხვევაში სხეული გარკვეული დროის განმავლობაში ამცირებს ან მეტნაკლებად წყვეტს საკუთარი ტესტოსტერონის გამომუშავებას თუ სინთეტიკურ სტეროიდებს მივიღებთ დიდი დოზით, ვიმეორებ, თუ მას ორგანიზმში შევიყვანთ დიდი დოზით. ამ მეთოდს ბევრი ათლეტი იყენებს და ძალიან კარგ შედეგებსაც აღწევენ, შემიძლია ვთქვა ფენომენალურსაც და აქვე ისიც დავამატო რომ მათ მოქმედებას ვერაფერი შეედრება.
მეორე მეთოდი, ამ დროს საჭიროა ხორცის გაძლიერებული მოხმარება. ბოდიბილდერისთვის ხორცი უნდა გახდეს კვების ძირითადი კომპონენტი. ყველასთვის კარგად ნაცნობი სპორტული კვების დანამატი კრეატინი ხორცში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და ის ორგანიზმს ხელს უწყობს სისხლში, საკუთარი ტესტოსტერონის გამომუშავებაში. ასევე ხორცი რომელსაც ჩვენ მივიღებთ საკვებად, იგი შეიცავს ცხოველური წარმოშობის უმაღლესი ხარისხის ცილას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმს ტესტოსტერონის გამომუშავებაში განსხვავებით მცენარეული ცილებისაგან, რომელიც ასე ვთქვათ არ უწყობს ხელს ორგანიზმს გამოიმუშაოს ტესტოსტერონი და შემიძლია დავამატო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ანელებს კიდევაც აღნიშნულს.
ბუნებაში ცხოველები დაყოფილია მტაცებლებად და ბალახისმჭამელებად, საკმარისია დავაკვირდეთ მათ მოქმედებას და ჩვენთვის ნათელი გახდება ის, რომ მტაცებლები ანუ ის ცხოველები რომლების ხორცით იკვებებიან მეტად აგრესიულები არიან ვიდრე ბალახისმჭამელები. როგორც ცნობილია ტესტოსტერონი მოქმედებს ცხოველების ქცევაზე და მათ აგრესიულობაზე. ადამიანიც ზუსტად იმ ბუნების ნაწილია როგორც ყველა სხვა დედამიწის ბინადარი. ამიტომაცაა, რომ ჰორმონი-ტესტოსტერონიც ადამიანზეც თითქმის იგივენაირად მოქმედებს. ხანდახან როდესაც სპორტსმენი არის ქიმიურ კურსზე მას შეიძლება ქონდეს აგრესიული გამოხატულებები, თუნდაც იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ მაინც დასაშვებია აღნიშნული.
მესამე მეთოდი ტესტოსტერონის დონის ასაწევად ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ეფექტური. აღნიშნულში რომ კარგად გავერკვიოთ საჭიროა გადავხედოთ თემატურად განსხვავებულ ლიტერატურას. საჭიროება მოითხოვს ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად გამოვიყენოთ ბუნების სასარგებლო მცენარეები და მათი არაქიმიურად გადამუშავების შედეგად მიღებული პრეპარატები. იმისთვის რომ ყველა ის მცენარე და მათი გადამუშავებით მიღებული პრეპარატები ჩამოვთვალოთ და განვიხილოთ საჭირო იქნება მთელი წიგნის დაწერა აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ აქ განვიხილოთ მხოლოდ ის პატარა ნაწილი რაც ჩვენთვის საინტერესო და აუცილებელია.
ბოდიბილდერებში ყველაზე პოპულარულია და დიდი მოწონებით და ეფექტურობით სარგებლობს ,,ტრიბულუსი“, რომელიც ატარებს მცენარის სახელს.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ტრიბულუსის ორგანიზმში მოხვედრა პროვოცირებას უკეთებს ორგანიზმს რომ მან გამოიმუშაოს ტესტოსტერონი. აღნიშნული პრეპარატის შოვნა ძალიან ადვილია და იგი შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის ყველგან, სადაც იყიდება სპორტული კვების დანამატები.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და პოპულარული პრეპარატია ZMA. იგი არის მაგნიუმის და თუთიის ნაერთი. ცნობილია და ცდებითაა დამტკიცებული, რომ მათი ნაერთის ორგანიზმში მოხვედრისას, ისევე როგორც ტრიბულუსი, პროვოცირებას უკეთებს ორგანიზმს რომ გამოიმუშაოს ჰორმონი ტესტოსტერონი. იგი ტრიბულუსის მსგავსად გვევლინება ტაბლეტების სახით და მისი მიღება ძალიან პრაქტიკულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიცით უკვე თუ რით შეგვიძლია ავიმაღლოთ სისხლში ტესტოსტერონის დონე, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ისევ და ისევ რჩება ვარჯიში, სწორედ რომ ვთქვათ სწორედ დაგეგმილი სავარჯიშო პროგრამა და სწორი კვება.