სტატიები სპორტულ კვებაზე

წყალი და ბოდიბილდინგი

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

სჭირდება თუ არა ბოდიბილდერს წყალი? რათქმაუნდა სჭირდება და ამავდროულად დიდი რაოდენობით. ამისთვის მოვიყვან 7 მაგალითს.
წყალი აუცილებელია ყველა ტიპის მეტაბოლიტური პროცესებისთვის და რაც მთავარია ბოდიბილდერისთვის ცილების სინთეზში ის დიდ როლს თამაშობს. თუ თქვენ ვარჯიშობთ დიდი ინტენსივობით და გაქვთ ამბიცია გახდეთ დიდი და ძლიერი, ამისთვის აუცილებელია უბრალოდ დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი. ეს თითქმის ვიცით ყველამ მაგრამ რატომღაც გვავიწყდება და პროგრესის შენელების მიზეზების ძებნას ვიწყებთ ყველგან, სავარჯიშო სისტემებში, კვების რაციონში, სპორტული კვების დანამატების არაეფექტურობაში, გადაღლაში, უძილობაში და ა.შ. მაგრამ მთავარი კი გვავიწყდება, რომელიც ყოველთვის ცხვირწინ გვაქვს და რატომღაც არ ვაქცევთ ყურადღებას. ეს არის წყალი. აუცილებელია, რომ წყალი დავლიოთ დიდი რაოდენობით!
1) თქვენ არ იღებთ საკმაო რაოდენობით წყალს.
ყავა და ჩაი რათქმაუნდა შეიცავს წყალს, მაგრამ ამავდროულად ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოსვლას. როდესაც ეს ხდება ორგანიზმი იწყებს სითხის მარაგების დაგროვებას. 6-8 ჭიქა წყალი საკმარისია ჩვეულებრივი ადამიანისთვის დღის განმავლობაში, მაგრამ ბოდიბილდინგით დაკავებული სპორტსმენისთვის კი ძალიან ცოტაა. საშუალო წონის ბოდიბილდერისთვის ნორმაა 2-4 ლიტრი წყალი დღეში, რომ მათმა სხეულმა ნორმალურად იფუნქციონიროს.
2) წყალი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
წყალი ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ნივთიერებათა ცვლის შედეგად დარჩენილი სხვადასხვა ნარჩენებისგან. ასევე წყალი განსაკუთრებით აუცილებელია მათთვის ვინც იღებს დიდი რაოდენობით ცილებს (კუნთის გასაზრდელად). წყალს გამოაქვს ორგანიზმიდან აზოტი რომელსაც ბოდიბილდერი იღებს ცილებთან ერთად. ასევე წყალი ეხმარება თქვენს თირკმელებს იმუშაონ გამართულად რათა პირნათლად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა.
3) წყალი გეხმარებათ ცხიმების მეტაბოლიტირებაში.
არასაკმარისი წყლის მიღების შემთხვევაში თქვენი თირკმელები ვერ იმუშავებენ საჭირო ინტენსივობით. როდესაც ორგანიზმი განიცდის წყლის დეფიციტს, ამ შემთხვევაში თქვენს მიერ მიღებული წყალი და სხვა სახით მიღებული სითხე პირდაპირ ხვდება ღვიძლში. საერთოდ ღვიძლი ,,ჩალაგებულ“ ცხიმს გარდაქმნის ენერგიად, მაგრამ როდესაც ორგანიზმი განიცდის წყლის დეფიციტს და ღვიძლი ასრულებს თირკმელების როლს, ამ შემთხვევაში ცხიმის გარდაქმნა ენერგიად თითქმის არ ხდება და ისღა დარჩენია თქვენს ორგანიზმს, რომ ენერგიის წყაროდ გამოიყენოს თქვენი შრომით და წვალებით შეძენილ დაგროვებული კუნთები.
4) წყლის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმიდან არასასურველი ზედმეტი წყლის გამოდევნას.
როდესაც თქვენ ორგანიზმს არ ამარაგებთ წყლის სასურველი რაოდენობით, თქვენი ორგანიზმი განიცდის წყლის დეფიციტსდ და იწყებს წყლის მარაგის დაგროვებას სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ძირითადად კანქვეშ და ამ დროს თქვენი სხეულის გარკვეულ ადგილებში შეინიშნება შეშუპება. კანი გამოიყურება მორღვეულად.
5) წყალი ხელს უწყობს ბოდიბილდერს ფორმის შენარჩუნებაში.
არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღების შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმი სითხეს ართმევს სხვადასხვა ორგანოებს როგორიცაა მსხვილი ნაწლავი და სხვა. ამ დროს კი აღარ ხდება საკვების ნორმალურად გადამუშავება და ადამიანს ეწყება კუჭის შეკრულობა. ამიტომაცაა, რომ როდესაც ბოდიბილდერის დღიური რაციონი აჭარბებს 3000-4000 კალორიას, აუცილებელია კუჭის მოქმედებისთვის მან მიიღოს მინიმუმ 2-4 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში, რათა აიცილოს ზემოთხსენებული პრობლემები.
6) წყალი ეხმარება მათ ვინც იღებს მარილის დიდ რაოდენობას.
თუ წყლის შეკავება ორგანიზმის მიერ წარმოადგენს პრობლემას ბოდიბილდერისდთვის, ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ისევ და ისევ წყალი.
7) წყალი ეხმარება სპორტული კვების დანამატებს იმოქმედონ უფრო ეფექტურად.
ბევრი სპორტული კვების დანამატი კარგავს თავის ეფექტურობას თუ არ მივიღებთ საკმაო რაოდენობის წყალს. მაგალითად ყველასთვის კარგად ნაცნობი და პოპულარული კვების დანამატი ,,კრეატინი“ არ იმუშავებს თუ არ ქონდა ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით სითხე. ასევე ბევრი ვიტამინია რომელიც იხსნება წყალში და მათ სასარგებლო მოქმედებას და ძალას ვერ ვიგრძნობთ წყლის გარეშე.
მოდით ახლა გავარკვიოთ თუ როგორ, როდის და რა დოზით მივიღოთ წყალი.
1) შეეცადეთ არ დალიოთ პირდაპირ ონკანიდან ავსებული წყალი, მასში ხელოვნურად შერეული გამწმენდი ნივთიერებების(ქლორის და სხვა) არსებობის გამო. შეეცადეთ დალიოთ სუფთა წყალი, ონკანიდან აღებული წყალი სანამ დავლევთ გავაჩეროთ რამდენიმე ხნის განმავლობაში. ბევრად უკეთესია შეიძინოთ მაღაზიაში მინერალებით სავსე არაგაზირებული (!) ბოთლებში დაფასოებული წყალი.
2) წყალი აუცილებელია დალიოთ ყოველ 10-20 წუთში ერთხელ ვარჯიშის განმავლობაში. კარგად დაიმახსოვრეთ რომ მთელი საიდუმლოება წყლის რაოდენობაშია. აუცილებელია თქვენთვის, რომ ერთ დალევაზე დალიოთ არანაკლებ 100-200 გრ (ერთი ჩაის ჭიქა¬) წყალი.
3) წყლის დალევა აუცილებელია ვარჯიშამდე 1-2 საათით ადრე.
ვარჯიშამდე აუცილებელია დალიოთ მინიმუმ ნახევარი ლიტრი წყალი.
4) არასდროს არ შეიზღუდოთ თავი წყლის დალევისაგან, დალიეთ იმდენი რამდენიც თქვენ გინდათ, როდესაც თქვენ გინდათ და სადაც თქვენ გინდათ.
5) შეზღუდეთ რაც შეიძლება გაზიანი სასმელები - ლიმონათი, კოკა-კოლა და სხვა.
6) არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ყინულივით ცივი წყალი. დალიეთ აუცილებლად გრილი და არა თბილი. გრილ წყალს ორგანიზმი ითვისებს სწრაფად.
7) ასევე. მნიშვნელოვანია, რომ არავითარ შემთხვევაში ხელოვნურად და ძალდატანებით არ გაზარდოთ წყლის მიღება, ანუ ასე ვთქვათ, არ ,,გაიჭყიპოთ“. არ დაგავიწყდეთ, რომ წყალი არის ძლიერმოქმედი ნივთიერება რომელსაც შეუძლია დიდი ცვლილებები მოახდინოს თქვენს ორგანიზმში.
დაბოლოს, დალიეთ წყალი მაშინ როცა თქვენ გინდათ, ვარჯიშის დროს კი სვით იმდენი, რამდენსაც მოგთხოვთ ორგანიზმი. არასავარჯიშო დროს კი სვით იმდენი, რომ არასდროს არ იგრძნოთ წყურვილი. წყლის წყურვილი თქვენი ორგანიზმის გაუწყლოვნების ნიშანია რაც არ არის სასურველი ბოდიბილდერებისთვის და მათთვის ვისაც სურს მოიმატოს წონაში კუნთების ხარჯზე და ბოლოს და ბოლოს ვისაც სურს, რომ უბრალოდ ჯანმრთელი იყოს.