სტატიები სპორტულ კვებაზე

საბაზისო მოძრაობები

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

საბაზისო მოძრაობები აუცილებელია ვაკეთოთ ვარჯიშის დაწყების პირველივე დღიდანვე. საბაზისო მოძრაობებად ითვლება ის სავარჯიშო მოძრაობები რომლების შესრულების დროსაც ჩართულია კუნთების დიდი რაოდენობა და მაქსიმალურადაა ამოქმედებული დიდი მასივის მქონე კუნთები. პირველ რიგში საბაზისო მოძრაობებად ითვლება ის სავარჯიშო მოძრაობები როგორებიცაა ჩაჯდომი შტანგით ზურგზე, წოლჟიმი და შტანგის ამოწევა იატაკიდან.
ეს სამი მოძრაობა არის პაუერლიფთინგის სავიზიტო ბარათი. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ პაუერლიფერებმა შეასრულონ. აღნიშნული საბაზისო მოძრაობების შესრულება აუცილებელია ყველა იმ სპორტსმენებისთვის ვისაც შეხება აქვს შტანგებთან და ჰანტელებთან, ისინი ფანტასტიურად ავითარებენ მუსკულატურას და სხეულის ძალას. აქვე შეგიძლიათ შემეკითხოთ თუ რაში ჭირდება უბრალოდ ფიტნესით ან ბოდიბილდინგით დაკავებულ არაპროფესიონალ სპორტსმენს? გიპასუხებთ: თქვენი კუნთები ვერ გაიზრდება და განვითარდება ჰარმონიულად თუ მათ ეტაპობრივად არ მიიღეს პროგრესირებადი დატვირთვები, ანუ ვარჯიშის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია სავარჯიშო წონების გაზრდა რათა კუნთებმა მიიღონ მათთვის აუცილებელი დატვირთვა კუნთების და ჰორმონალური ფონის სტიმულაციისთვის. საბაზისო მოძრაობების შესრულებისას იტვირთება კუნთების დიდი მასივი, როგორებიცაა მკერდის კუნთები, ზურგის კუნთები და ფეხები მთლიანად. პატარა კუნთებად კი ითვლებიან, ბიცეპსები დელტები წინამხრის კუნთები და სხვა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ საბაზისო მოძრაობის შესრულებისას ისინიც საკმაოდ კარგ დატვირთვას იღებენ. დასკვნა აქედან თავად გამოიტანეთ. მაიზოლირებელი ვარჯიშები კი საჭიროა იმისთვის რომ ხაზი გავუსვათ პატარა კუნთებს და საერთოდ ყველა კუნთის გამოკვეთა სეპარაციას.
საბაზისო მოძრაობების გარეშე სხეულის მასის და ძალის გაზრდა წარმოუდგენელია როგორც ტრიალ მინდორში საკუთარი ყურების დანახვა.
ზემოაღნიშნული სამი საბაზისო მოძრაობის გარდა კიდევ არსებობს რამდენიმე სავარჯიშო მოძრაობა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საბაზისო მოძრაობები. ესენია: შტანგით ჟიმი დგომში ან ჯდომში, შტანგის მიზიდვა დახრილ მდგომარეობაში ქამართან და ჟიმი ფეხებით.
საბაზისო მოძრაობების შესრულების დროს ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მასში მონაწილეობენ ისეთი კუნთები რომლებსაც მაიზოლირებელი ვარჯიშებით ვერანაირად ვერ დატვირთავთ, ესენია მასტაბილიზირებელი კუნთები. მათი წყალობით ვიცავთ წონასწორობას ნებისმიერი საბაზისო მოძრაობის შესრულებისას და არა მარტო ვარჯიშის დროს, საერთოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბოლოს კი მინდა გითხრათ, ვარჯიშის დაწყების წინ აუცილებელია რომ გახურდეთ კარგად და განსაკუთრებით აქცენტი გააკეთოთ იმ კუნთებზე და სახსრებზე რომლების დატვირთვასაც აპირებთ ვარჯიშზე. აუცილებელია საბაზისო მოძრაობა დააყენოთ ნომერ პირველად თქვენს სავარჯიშო სისტემის დაგეგმარებაში, რადგანაც ის კუნთები რომლებიც ვარჯიშის დაწყებისას პირველად დაიტვირთება მათ ექნებათ უპირატესობა ზრდის მხრივ. ყველა საბაზისო მოძრაობა რთული შესასრულებელია ტექნიკის მხრივ და საჭიროებს დიდ სავარჯიშო წონებს, ამიტომაცაა საჭირო მათი შესრულების დაწყებისას ჯერ ახალბედებმა მოძრაობა ასე ვთქვათ ისწავლონ და აითვისონ, რადგანაც ტექნიკის დარღვევისას ტრავმა გარანტირებულია მითუმეტეს როდესაც დიდი, მაქსიმალური წონით შეასრულებთ მას. ასევე აუცილებელია საბაზისო მოძრაობების შესრულებისას დამზღვევის, ზედამხედველის დახმარება. გაგიკონტროლებთ სწორედ და ტექნიკის დაცვით თუ ასრულებთ სავარჯიშო მოძრაობას და ბოლოს და ბოლოს წონის ვერ დაძლევის შემთხვევაში ის დაგეხმარებათ შტანგის ადგილზე დაბრუნებაში. ამიტომაცაა რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი, იყოს ის ბოდიბილდერი თუ პაუერლიფთერი, ვარჯიშობს მეწყვილესთან ერთად და ეს ხერხი დიდი ხნის აპრობირებულია და გამართლებულია ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და კიდევ ერთი პლიუსი მეწყვილესთან ერთად ვარჯიშის: ჯანსაღი კონკურენცია და შეჯიბრი თუნდაც ფარული მაგრა მაინც მოტივაციაა იმისთვის, რომ თქვენი ვარჯიშები გახდეს უფრო ეფექტური.
გისურვებთ წარმატებას!