სტატიები სპორტულ კვებაზე

ძალისმიერი ვარჯიშები ბოდიბილდინგში

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ბოლოდროს ჩამოყალიბდა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოდიბილდინგში ძალისმიერი ვარჯიშები დიდი სავარჯიშო წონებით არ არის აუცილებელი და მის გარეშეც შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. მაგრამ მოდით და შევხედოთ ელიტარულ ბოდიბილდერებს და მათ ვარჯიშებს, ასევე შევხედოთ ფიტნესბიჭუნებს და მათ ვარჯიშებს, ამისთვის ძალიან კარგი და ხელმისაწვდომი საშუალებაა ინტერნეტი. განსხვავება ნათელია და სწორედ მათ სავარჯიშო სისტემებსა და წონებშია. იმედია ყველა მიმიხვდით რის თქმაც მინდა.
თითქმის ყველა სპორტულ დარბაზში შეხვდებით ესეთ სურათს: წოლჟიმის 3-4 სეტის 12-15 გამეორების შესრულების შემდეგ სპორტსმენი მიდის და აკეთებს ბიცეპსების ან მხრების ან თუნდაც პრესის ვარჯიშებს. ეს კი ყოვლად დაუშვებელია და დიდი შეცდომაა.
ზუსტად ამიტომაცაა საჭირო ჩვენ სპორტში, საბაზისო ძალისმიერი, დიდი წონებით ვარჯიში ოღონდ უსაფრთხოებისათვის აუცილებელია ყოველი ესეთი ვარჯიში დაწყებიდან დამთავრებამდე ჩავატაროთ დამზღვევის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთი ვარჯიშების გარეშე კუნთის სერიოზული ზრდა არ მოხდება და არც უნდა გქონდეთ პრეტენზია და ნურსად სხვაგან ნუ დაიწყებთ ,,დამნაშავის“ ძებნას.
ეხლა კი იმაზე ვილაპარაკოთ თუ როგორ ვივარჯიშოთ სწორედ რომ მივიღოთ ის შედეგი რისთვისაც ყველა ჩვენგანი გარკვეულ დროს ატარებს სპორტულ დარბაზში და ზუსტად ის დრო, რომელსაც ჩვენ ვარჯიშს ვუთმობთ, არ იყოს ტყუილად გახარჯული.
თქვენს სავარჯიშო სისტემაში აუცილებელია რომ პირველ ადგილს იკავებდეს საბაზისო მოძრაობები და რატომ: საბაზისო მოძრაობების დროს ჩართულია 2 და/ან მეტი სახსარი აქედან გამომდინარე აღნიშნულ მოძრაობებში ჩართულია სხეულის კუნთების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. დასკვნა აქედან, სავარჯიშო მოძრაობაში, რომელშიც ჩართულია კუნთების დიდი რაოდენობა, შესაბამისად ამ მოძრაობის შესრულებისას შეგიძლიათ დასძლიოთ ჩვეულებრივზე დიდი წონები ვიდრე სხვა მაიზოლირებელ ვარჯიშების დროს. შედეგად კი რას მივიღებთ? რათქმაუნდა დიდ და სწორ დატვირთვას როგორც კუნთებზე ასევე თქვენ ჰორმონალურ ფონზე და ყოველი ძალისმიერი ვარჯიში იქნება თქვენთვის ტესტოსტერონის დიდი რაოდენობის გამომუშავების იმპულსი. ტესტოსტერონი კი აუცილებელი პირობაა იმისთვის რომ კუნთი გაიზარდოს. რაც მეტია თქვენს სისხლში ტესტოსტერონის დონე, მით მეტია შანსი იმის რომ თქვენი კუნთები გაიზარდოს და მიაღწიოთ დასახულ მიზანს.
აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდი წონებით ძალისმიერ ვარჯიშს შეუძლია ძალიან ადვილად დაგტოვოთ ენერგიის გარეშე და მის აღდგენას დიდი დრო დაჭირდება. ამიტომაც საჭიროა რომ ანაცვლოთ ერთმანეთს მძიმე და საშუალო წონებით ვარჯიშები, რათა ზემოაღნიშნული თავიდან აიცილოთ. ასევე აუცილებელია რომ სავარჯიშო მოძრაობის შესრულებისას ტექნიკას გაუწიოთ ვარაუდი რომ ზუსტად და სწორად შეასრულოთ, რათა ტრავმა აიცილოთ თავიდან.
ასევე ტრავმების თავიდან ასაცილებლად, საბაზისო სავარჯიშო მოძრაობების შესრულებისას მე პირადად გირჩევდით დაზღვევაზე დაიყენოთ თქვენი მეგობარი ან ვინმე ვინც თქვენთან ახლოსაა და შეუძლია თქვენი დახმარება.
გაითვალისწინეთ ყველა ეს ზემოაღნიოშნული რეკომენდაციები და მერწმუნეთ, შედეგი თვალსაჩინო და სასურველი იქნება თქვენთვის.