სტატიები სპორტულ კვებაზე

რა არის კორტიზოლი და როგორ ვებრძოლოთ მას?

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ამაზე საშიში ,,მტერი" არ არსებობს ბოდიბილდერისთვის, ეს არის ,,კორტიზოლი" - ჰორმონი, რომელიც დიდი შრომით და წვალებით ნაშენებ კუნთებს ესე უმოწყალოდ ანადგურებს. განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს ჰორმონი ,,კორტიზოლი".
რა არის კორტიზოლი?
კორტიზოლი (იგივე გიდროკორტიზონი ან 17-გიდროკორტიკოსტერონი) გვევლინება მთავარ კატაბოლიტურ ჰორმონად, მისი წილი ჩვენს ორგანიზმში მყოფ კატაბოლიტურ ჰორმონებში, სოლიდურ ადგილს იკავებს, 75- დან 90%-მდე. ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში ყოველდღიურად წარმოიქმნება დაახლოვებით 25მგ კორტიზოლი, სტრესული მდგომარეობისას კი მისი მაჩვენებელი იზრდება. შედეგზე კი თავად შეგიძლიათ დაფიქრდეთ, ადვილად მისახვედრია, რომ სისიხლში ჰორმონ-კორტიზოლის მაღალი დონე მიგიყვანთ უკეთეს შემთხვევაში რეზულტატის შეჩერებამდე ხოლო უარესი კი იქნება ის რომ თქვენი შრომით მონაპოვარი კილოგრამები უბრალოდ რომ ვთქვათ დაიწვება და ხელახლა მოგიწევთ ყველაფრის დაწყება.
რაში გვჭირდება ის ჩვენ?
ასეა თუ ისე კორტიზოლი მაინც საჭირო ჰორმონია ჩვენთვის, მისი ძირითადი მოვალეობა ენერგიის შენახვაა. კორტიზოლი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს და აკუმულირება მოახდინოს ენერგიის, თუმც მას ეს დაუჯდეს კუნთების დაშლის ფასად. კორტიზოლი არასაკმარისი ენერგიის აღსადგენად თამამად შლის კუნთებს ამინომჟავებად, მისგან იღებს ნახშირწყლებს და გარდაქმნის ენერგიად, ეს ყველაფერი კი ხდება ღვიძლში. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ ყველანაირ სტრესულ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ ენერგია ნებისმიერ ფასად. კორტიზოლი ასევე მონაწილეობს ჩვენს ორგანიზმში არტერიალური წნევის რეგულირებაში, იმიტომაცაა, რომ როდესაც ადამიანი რაიმე სტრესის ქვეშაა ან რაღაცაზე ძლიერად განერვიულდებამ არტერიული წნევა საგრძნობლად იწევს მაღლა და სტრესის სთულიდან და მასშტაბიდან გამომდინარე შეიძლება კრიტიკულ ზღვარსაც მიაღწიოს. ორგანიზმში კორტიზოლის აქტივობის პიკის პერიოდი.
ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების პირობებში, კორტიზოლის დონე ორგანიზმში თავის მაქსიმალურ დონეს აღწევს დილით, გამთენიისას 6 - 8 საათამდე ხოლო მინიმალური დონე კი საღამოს 8-დან 9-საათამდე. ეს ყველაფერი მინდა კიდევ ავღნიშნო, რომ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის პირობებში, ხოლო სხვა რაიმე სტრესის დროს, იყოს ეს თუნდ რაიმე სახის ნერვული აშლილობა, რაიმე სახის ძლიერი სტრესი ან სიმძიმეებით ვარჯიში, ამ შემთხვევაში კორტიზოლის დონე შეიძლება ითქვას რომ აღწევს კრიტიკულ ზღვარს. ახლა დავფიქრდეთ, თუ უბრალო მიზანმიმართული ვარჯიშის შემთხვევაში კორტიზოლის დონე სისხლში კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ორგანიზმი არასწორი, ზედმეტი, ყოველდღიური ვარჯიშის დროს? შეიძლება თამამად ითქვას, რომ კორტიზოლის დონე თითქმის უცვლელად მაღალია. ადვილი მისახვედრია უჩნდებათ კითხვები დამწყებ ბოდიბილდერებს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერ იზრდებიან ისინი. კიდევ ერთი პირდაპირი ინდიკატორი იმის, რომ კორტიზოლის დონე საგანგაშო ზღვარს აღწევს, ეს არის ძლიერი დაღლილობა. ასევე კორტიზოლის დონე საგანგაშოა მაშინაც, როდესაც სპორტსმენი ამთავრებს ,,ქიმიის" კურსს, ანდროგენო-ანაბოლიკური სტეროიდები ხომ ყველაზე ძლიერი ანტიკატაბოლიკებია. დაბოლოს, კორტიზოლის დონის აწევის მაპროვოცირებელი ფაქტორი არის არასრულფასოვანი კვება, კალორიების ნაკლებობა. მოდით და შევეცადოთ ვიპოვოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარება.
პირველ რიგში და შემიძლია ვთქვა ერთ ერთი უძლიერესი და ეფექტური საშუალება კორტიზოლთან საბრძოლველად არის ანდროგენო-ანაბოლიკური სტეროიდები. ზუსტად რომ ვთქვათ ტესტოსტერონები. არასტეროიდული პრეპარატებიდან შემიძლია მაგალითებად მოვიყვანო კლენბუტეროლი. კლენბუტეროლი გამოცდილი და ბოდიბილდერებისგან დაფასებული პრეპარატია, იგი ძლიერი ანტიკატაბოლიკია და ამავდროულად ასევე ძლიერი ცხიმისმწველი მაგრამ ასევე მოისაზრება როგორც დოპინგი.
შემდეგი პრეპარატია არგინინი. აღნიშნულ პრეპარატს დღესდღეისობით დიდი წარმატებით გამოიყენებენ მედიცინაში. არგინინს შეუძლია საგრძნობლად გააძლიეროს კუნთებში ცილების სინთეზი. არგინინს აქვს ერთი მინუსი, მისი მიღებისას სასურველი ეფექტი რომ იგრძნოთ საჭიროა დღეღამეში მიიღოთ 20მგ, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და არც ისე იაფი დაგიჯდებათ.
ასევე ბოდიბილდერებისთვის კარგად ნაცნობი და აპრობირებული პრეპარატია დექსამეტაზონი. ის გვევლინება საკმაოდ ძლიერ ანტიკატაბოლიკურ კორტიკოსტეროიდულ პრეპარატად. მისი მიღება დიდი დოზებით დაუშვებელია რადგანაც ჭარბად მიღებისას შლის კუნთებს. ამიტომაც ბოდიბილდერები მას დაბალი დოზებით და მოკლე პერიოდის განმავლობაში იყენებენ. დექსამეტაზონი სისხლში მოხვედრისას კორტიზოლის დონეს საგრძნობლად დაბლა წევს და ამიტომაცაა ის დასაფასებელი ბოდიბილდერების მხრიდან.
როგორ ვებრძოლოთ კორტიზოლს?
რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ზემოაღნიშნული, მასთან ბრძოლა საკმაოდ ადვილია. მთავარია კარგად წაიკითხოთ რასაც ქვემოთ დავწერ და გამოიყენოთ ჭკვიანურად.
რჩევა №1 ანტიკატაბოლიკური დიეტა.
თუ თქვენ ვარჯიშობთ ინტენსიურად და ამავდროულად იცავთ დაბალკალორიულ დიეტას, ამ შემთხვევაში თქვენს ორგანიზმში კატაბოლიზმი უფრო ძლიერი დოზითაა ვიდრე ანაბოლიზმი. საჭიროა, რომ ცილების რაოდენობა გავზარდოთ 4-5 გრამამდე. მიიღეთ დიდი რაოდენობით ამინომჟავები BCAA. ასევე აუცილებლად უნდა მიიღოთ ომეგა-3.
რჩევა №2 თუ თქვენ ხართ მოქმედი ბოდიბილდერი ან ხართ დიეტაზე რომ გამოშრეთ მასის დაკარგვის გარეშე. ამისთვის აუცილებელია, რომ თქვენს სპორტულ ფარმაკოლოგიაში ჩართოთ პრეპარატი „კლენბუტეროლი". იგი როგორც ავღნიშნე ამცირებს კუნთების დაშლას ანუ კატაბოლიზმს და იცავს თქვენს კუნთებს. ასევე იგი საკმაოდ კარგად აშრობს კანქვეშა ცხიმს. მოკლედ და კონკრეტულად ის საუკეთესო და თითქმის შეუცვლელი პრეპარატია გამოშრობის ფაზის დროს ბოდიბილდერისთვის.
რჩევა №3 დექსამეტაზონი, ვარჯიშის წინ და შემდეგ.
გავრცელებული პრაკტიკით დამტკიცებულია, რომ მისი მიღება (0.05მგ) 1 ტაბლეტი ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე და დამთავრებისთანავე იძლევა საკმაოდ საგრძნობ შედეგს. ასევე მისი მიღება იგივე დოზით დასაშვებია და ჭკვიანურიც გამთენიისას, როცა კატაბოლიზმი თავის პიკს აღწევს.
რჩევა №4 ეს უკვე უკავშირდება სტეროიდების მიღებას.
რჩევა №5 შეეცადეთ რომ ვარჯიშით არ გადაიტვირთოთ, დაიცვათ ზღვარი, ინტენსიურ, ჩვენთვის სასარგებლო ვარჯიშსა და ვარჯიშით უაზრო გადაღლა გადატვირთვას შორის.
კორტიზოლთან ბრძოლამ ანუ ზუსტად რომ ვთქვა, კატაბოლიზმთან ბრძოლამ არ უნდა შეგვიყოლიოს და ჩაგვითრიოს. დამიჯერეთ ამის გაკეთება არ ღირს. თუ თქვენ მოახერხებთ და კორტიზოლს მთლიანად დაამარცხებთ ანო კორტიზოლი საერთოდ აღარ იქნება თქვენს სისხლში, მერწმუნეთ, რომ დადგება ფატალური შედეგი. ეს კი ვფიქრობ არ იქნება ის რისთვისაც თქვენ შრომობდით და წვალობდით.