სტატიები სპორტულ კვებაზე

5 მითი სტეროიდების შესახებ

ავტორი: benchpreser. ელ-ფოსტა: ipfgeo@mail.ru

ანდროგენო ანაბოლური სტეროიდები გარდა იმისა, რომ გვევლინება ეფექტურ საშუალებად იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ჩვენი სპორტული მაჩვენებლები და ფიზიკური შესაძლებლობები, ისინი ასევე გვევლინება ხალხში გავრცელებული მითების, ლეგენდების და გამონათქვამების წყაროდ. (რათქმაუნდა უარყოფითად)
ამ შემთხვევაში მე ყურადღებას გავამახვილებ ყველაზე პოპულარულ მითებზე. აღნიშნული ბევრისთვის ნაცნობი იქნება მაგრამ არსებობენ კიდევ ისეთი ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ პროტეინი, გეინერი, ამინოები, კრეატინი და სხვა სპორტული კვების დამატებები საშინელი ,,ქიმიაა“ და მისი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საშინელება მოხდეს. გარდა ამისა კიდევ არსებობს სპორტსმენების ისეთი კატეგორია, რომლებიც ესე თუ ისე არჩევენ გლუტამინს და ,,მეთანს“ ერთმანეთისგან და შეუძლიათ თავისუფლად გაარჩიონ მათგან რომელი სტეროიდია რომელი კი სპორტული კვების დანამატი, ასევე სერიოზული სახით და დამაჯერებლობით აგიხსნიან, რომ გლუტამინი საჭირო და სასარგებლო დანამატია ხოლო მეორე კი საშინელი საწამლავი რომლის გამოყენება კი არა, მისი შეხებაც კი საზიანოა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის. მე შევეცდები ამ სტატიაში ისე დავწერო აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ წაკითხვის მერე უბრალო მოკვდავმა გაარჩიოს, თუ რა არის სინამდვილე და რა შეთხზული მითი. მოკლედ მინდა დაგანახოთ თეთრსა და შავს შორის განსხვავება და აქედან გამომდინარე შეიძინოთ თქვენთვის საჭირო და აუცილებელი.....
1) არსებობს უსაფრთხო ანდროგენო ანაბოლური სტეროიდები. (შემდგომში მოვიხსენიებ (აას))
დავიწყოთ იმით, რომ უსაფრთხო ფარმაკოლოგიური პრეპარატები, წამლები არ არსებობს,ისევე როგორც (აას), ისინიც რაც არ უნდა ვთქვათ გვევლინებიან ფარმაკოლოგიურ პრეპარატებად. ასევე მინდა ავღნიშნო ისიც რომ სხვადასხვა პრეპარატებს ახასიათებს საშიშროების სხვადასხვა დონე.
დავიწყოთ (აას) ორალური ფორმით, ისინი ასეა თუ ისე პოტენციურად საშიშია ღვიძლისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ საშიშროების დონით ორალური (აას) შეიძლება გაუტოლოთ ისეთ ორალურ პრეპარატებს როგორებიცაა: ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები და თუნდაც პარაცეტამოლი და მასზე დამზადებული სხვადასხვა ფორმის პრეპარატები. ასევე ის ფაქტიც მინდა ავღნიშნო რომ (აას) მნიშვნელოვნად ნაკლებსაზიანოა არაყთან და სხვა ალკოჰოლური სპირტიანი სასმელების მიღებასთან შედარებით. გულსისხლძარღვთა სისტემასთან მიმართებაში ცოტა უფრო რთულადაა საქმე, რათქმაუნდა (აას) მიღება ასე ვთქვათ ,,ცუდი: ქოლესტერინის დონეს საგრძნობლად მაღლა წევს მაგრამ ,,ქიმიის“ კურსის დასრულებისთანავე იგი ისევ ნორმას უბრუნდება ყოველგვარი გართულებების და დახმარების გარეშე. ,,ცუდი“ ქოლესტერინის მომატებასთან ერთად ასევე მატულობს ,,სასარგებლო, კარგი“ ქოლესტერინის დონეც.
2) ყველა (აას) სიცოცხლისთვის სასიკვდილოდ საშიშია.
ეს მითი გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ერიდებიან (აას) მიღებას და ამას ასე ხსნიან, რომ ყველა (აას) სიცოცხლისთვის სასიკვდილოდ საშიშია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვიყვან ერთ მაგალითს: არც თუ ისე დიდიხნის წინ ჩინეთში ჩაატარეს ცდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 733-მა მოხალისემ, რომლთა ორგანიზმშიც 30 თვის განმავლობაში შეყავდათ 500 მილიგრამი უნდეკანოატი (ინექცია) ყოველთვიურად და არცერთ მადგანს არანაირი პრობლემა არ შექმია ჯანმრთელობის მხრივ, ყველაერი ნორმის ფარგლებში ქონდათ. შეგიძლიათ თქვათ, რომ 500მილიგრამი მიზერული დოზაა და თქვენ მართალი იქნებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ, რომ სპორტსმენების დიდი რაოდენობა რომლებიც მოიხმარენ (აას) ზუსტად აღნიშნული დოზირებით კმაყოფილდებიან თუ არ ჩავთვლით ძალოსნებს და ბოდიბილდერებს, მათშიც არიან ისეთი სპორტსმენები, რომლებიც მინიმალური დოზირებით კმაყოფილდებიან. ასევე არ არის დადგენილი და გამოკვლეული თუ რა დოზირებებია სიცოცხლისთვის სასიკვდილოდ საშიში ან ჯანმრთელობისთვის ტოქსიკური. საკვირველია ის, რომ ცდა ჩაატარეს და ერთ მოხალისეს დღეღამის განმავლობაში 100გრამი ინექციური სახის სხვადასხვა აას გაუკეთეს, ამ ყველაფერმა კი ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. ასე რომ აას-სგან გამოწვეული სიკვდილის ან ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება გამოიწვიოს ასჯერ და თუნდაც ათასჯერ მეტად ალკოჰოლმა ან თამბაქომ.
3) უნაყოფობა და იმპოტენცია.
ეს პუნქტი ყველაზე გავრცელებული და პოპულარულია. „ყველა ვინც ქიმიაშია უშვილო იმპოტენტია“. მოდით დაფიქრდით, ასე რომ იყოს ყველა პროფესიონალი და არაპროფესიონალი სპორტსმენი რომელიც მოიხმარს აას ასე ვთქვათ იმპოტენტები და უშვილოები უნდა იყვნენ. აას კურსის დროს სპორტსმენის სექსუალური მოთხოვნილება რამდენადმე იზრდება, მატულობს ლიბიდო და 3-4 ან უფრო მეტი სექსუალური აქტი დღეში ნორმალური მოვლენაა. ლიბიდოს დაქვეითება კი შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ,,ქიმიიდან“ ანუ, აას კურსიდან არასწორი, კიდევ გავიმეორებ და ხაზს გავუსვამ არასწორი გამოსვლის შემთხვევაში მაგრამ აღნიშნულიც აუცილებლად აღსგება. აას კურსის მერე რათქმაუნდა ლიბიდო იგივე დონეზე აღარ იქნება როგორც კურსზე, ის ინდივიდუალური ადამიანისთვის თავისივე დონეს დაუბრუნდება.
ახლა განვიხილოთ ნაყოფისუნარიანობის საკითხი, აქ უნდა ითქვას რომ მეცნიერების პრაქტიკაში არის რამოდენიმე შემთხვევა რა დროსაც აას გამოიწვია განაყოფიერების უუნარობა მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა რაოდენობის სპორტსმენები მოიხმარს აას, მაშინ აღნიშნული შემთხვევების რაოდენობა ზღვაში წვეთიც კი არ აღმოჩნდება. სწორად დაგეგმილი ,,ქიმიის“ კურსის ჩატარების შემთხვევაში კი აღნიშნულის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი და გართულების შემთხვევაშიც კი მისი გამოსწორება სავსებით შესაძლებელია მკურნალობით. კიდევ არის ერთი არანაკლებ საინტერესო მომენტი, ბევრი სპორტსმენს აას კურსის დროს ჩაუსახია ბავშვი და პატარები აბსოლიტური ჯანმრთელები დაბადებულან, ყოველგვარი გართულებების და ნაკლოვანებების გარეშე. ეს იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც თვლის, რომ ზემოაღნიშნულის გამო ბავშვები მრავალნაირი გართულებებით და გენური მუტაციით იბადებიან.
4) სპორტში შესაძლებელია მიაღწიო სტეროიდების გარეშე ისეთივე შედეგებს, როგორც მათი გამოყენების შემთხვევაში.
შთამბეჭდავი შედეგებს მიღწევა სტეროიდების გარეშე რათქმაუნდა შესაძლებელია სპორტში; სისწრაფე, ათლეტური აღნაგობა და ძალა მაქვს მხედველობაში მაგრამ საამისოდ, საჭიროა იყოთ განსაკუთრებული გენეტიკური მონსტრი, ზუსტად რომ ვთქვათ მუტანტი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიტომაცაა საჭირო აას გამოყენება სპორტში, რომ არასრულყოფილი გენეტიკის მქონე სპორტსმენები გაუთანაბრდნენ იდეალური გენეტიკის მქონე მათ თანამოძმეებს და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად რამდენადმე მაღალ საფეხურზეც ავიდნენ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაში.
5) დოპინგთან ბრძოლა ასუფთავებს დოპინგისგან სპორტს და სპორტსმენებს.
ადამიანი ვინც ამას დაეთანხმება, უნდა იყოს გულუბრყვილო ან რაიმეთი დაინტერესებული ,,ფინანსურად“ რომ დაეთანხმო მოსაზრებას. დოპინგთან ბრძოლა ვერასოდეს ვერ ათქმევინებს მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებს მის მიღებაზე. პირიქით, ისინი იგონებენ თუ როგორ და რა მეთოდებით დაუძვრნენ დოპინგ კონტროლს და საამისოდ იგონებენ სულ ახალ და ახალ საშუალებებს და პრეპარატებს. არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ სპორტსმენებს უწევთ რისკზე წასვლა პირველობის გამო. ის ფაქტი რაც ეხლა უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, თავის დროზე თითქმის არავინ არ იცოდა, რომ სიდნეის ოლიმპიადაზე 2000 წელს, გამარჯვებული ათლეტების დოპინგ კონტროლისთვის აღებული სინჯების 70% შეიცავდა ე.წ. ,,გენაბოლ“-ის მეტაბოლიტებს. იმ დროისთვის აღნიშნული სტეროიდული პრეპარატი არ იწარმოებოდა საწარმოო მასშტაბებით და აქედან გამომდინარე აღნიშნულ პრეპარატზე არც ამოწმებდნენ ათლეტებს. ცოტა მოგვიანებით კი როცა აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი, არჩიეს რომ აღნიშნული არ გაეხმაურებინათ, რადგანაც სიდნეის ოლიმპიადა ითვლებოდა ყველაზე სუფთა, ,,არადოპინგურ“ ოლიმპიადად და სკანდალის თავიდან ასაცილებლად აღნიშნული ფაქტი გულმოდგინედ მიჩქმალეს. მიმდინარე მომენტვისთვის, მთელი დედამიწის მასშტაბით მრავალ ლაბორატორიაში შრომობენ იმისთვის, რომ გამოიგონონ და შექმნან ახალი სახის და ფორმის სტიმულატორები, მათ შორის ანდროგენო ანაბოლური სტეროიდებიც, რომლებსაც ვერასოდეს ვერ გამოავლენს დოპინგკონტროლი. საკმარისია გავიხსენოთ პრეპარატი ,,ტეტრაგიდროგესტრინონი“ რომელიც დაამზადეს BALCO-ს ლაბორატორიაში. მისი არსებობის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მისი არსებობა მისივე შემქმნელმა გაამჟღავნა ,,ჩაუშვა“. დაფიქრდით, ასეთივე პრეპარატები რამდენი შეიძლება რომ კიდევ არსებობდეს რომლებიც ჯერ კიდევ არ ,,ჩაუშვიათ“ ?
აქედან გამომდინარე, დოპინგი ყოველთვის იყო, საბავშვო ზღაპრებშიცკია ლაპარაკი, ახლაც არის და ვფიქრობ ყოველთვის იქნება. ასე რომ, ვისაც დოპინგი არ მოსწონს და მისი წინააღმდეგია, ჯობია შეურიგდეს მის არსებობას და გამოყენებას და შორიდან ადევნოს თვალი თუ როგორ აღწევენ ათლეტები ფენომენალურ შედეგებს მისი გამოყენებით და მათით კი მთელი ქვეყანა ამაყობს.
დაბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ ვიდრე დაიწყებთ აას-ზე საუბარს, მის კარგ ან ცუდი მხარეების გარჩევას, ჯობია ჯერ თავად დარწმუნდით იმაში თუ რაზე საუბრობთ, ხართ თუ არა კომპეტენტური აღნიშნულ საკითხში. ის რისი მტკიცებაც თქვენ გიწევთ, ჯობია ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლოთ.