სტატიები სპორტულ კვებაზე

ქიმიის პირველი კურსი

ავტორი: mr animal! ელ-ფოსტა: monsterpump@mail.com; skype: aeeeeeeeee73


სტატია არის ქიმიის კურსზე ინფორმირებისთვის და არ ეხება საიტზე განთავსებულ საკვებ დანამატებს.

უკვე დიდი ხანია, რაც თვალს ვადევნებ საქართველოში ქიმიის მოხმარების დონეს და ამასთან დაკავშირებით მინდა მცირეოდენი ინფორმაციის გამოქვეყნება. საუბარი მაქვს დამწყების პირველ კურსზე, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ მხრივ ხდება დიდი შეცდომები.

რაც შეეხება ზოგადად ქიმიას, არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომ ის კლავს, ღვიძლს შლის, იწვევს უშვილობას და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ქიმიის უმეტესობას ასეთი უკუჩვენებები მართლაც აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი დიდი დოზების, არასწორი მიღების და არაჯანმრთელი ორგანიზმის დროს ხდება. თუ კურსი იქნება დეტალურად გათვლილი, ხოლო ვარჯიში და კვება შესაბამისად მოწესრიგებული, მაშინ შესაძლებელია კურსის მიერ გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე შემცირება. ეს არ გაიგოთ როგორც ქიმიის მოხმარების რეკლამა; უბრალოდ, ასეთია რეალობა. დღეისთვის დიდი სპორტული მიზნების მიღწევა ქიმიის გარეშე ძალიან რთულია. თუ დიდია მიზანი, მაშინ რისკიც უნდა გაწიო, რისკი გონივრულად გათვლილი და გაანალიზებული, და არა გაუაზრებლად. ამიტომაც, გირჩევთ სწორად გათვალოთ ყოველი თქვენი ნაბიჯი და გაითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, ღირს თუ არა ქიმია იმ საქმედ რასაც აკეთებთ, რადგან ქიმიას ჯანმრთელობისთვის ცუდის გარდა არაფერი მოაქვს, კარგი მხოლოდ ვიზუალური მხარეა და არა შინაგანი.

ჩვენთან დამკვიდრებულია ასეთი სპორტული კანონი, რომ პირველი კურსი უნდა იყოს მეთანი და არა სხვა, ყოველ შემთხვევაში, მე სულ ასეთ ფაქტებს ვაწყდები. მიზეზის გამოკითხვისას, ზოგი დამაჯერებლად ამბობს, რომ ასეა საჭირო, სხვები კი თავს არიდებენ პასუხს. სინამდვილეში, ეს იმის ბრალია რომ საქართველოში მეტანი იაფია და ამავდროულად ხელმისაწვდომი. ჯანმრთელობა? ჯანმრთელობაზე დიდი საგანძური ხომ არ არებობს. მართალია ყველა ქიმია მავნეა თუმცა, ესეც შედარებითია და ნუ დავიწყებთ იმით რაც უარესია და ამავდროულად შედარებითად ნაკლები შედეგის მომტანი. ამიტომაც, გთავაზობთ სწორ გზას მიზნის მისაღწევად და კარგი კურსს.

აქ გეტყვით ყველა იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც უნდა გაითვალისწინოთ ქიმიის მიღებამდე:
1. უნდა იყოთ 21 წლის ან ზევით;
2. სტაჟი მინიმუმ 4 წელი;
3. მიზანი უნდა ამართლებდეს რისკს;
4. უნდა გაიაზროთ ის რისკები რაც ქიმიის კურსს მოსდევს,რადგანაც ყველას ორგანიზმი განსხვავებულია;
5. უნდა შეუწყოთ ხელი კვებით და ვარჯიშით.
რათქმაუნდა უნდა იყოთ ჯანმრთელი!!!

პირველი კურსი დამწყებისთვის - ტესტოსტერონ დეპო, იგივე ეტანატი:
ანაბოლიკური აქტივობა - 100% ტესტოსტერონიდან
ანდროგენული აქტივობა - 100% (ძლიერი)
არომატიზაცია - ძლიერი (ამიტომაც საჭიროა ანტიარომატიზატორები)
ინექციის ხანგრძლივობა - 15დღე
ორგანიზმში რჩება - 3თვის განმავლობაში
დამწყებისთვის ტესტოსტერონის კურსი ასეთია: 250 მგ ყოველ მე-4 დღეს. 6-8 კვირის განმავლობაში. კურსის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ დაიწყეთ ანტიარომატიზატორი/ანტი-ესდროგენი არმიდექსი 0,5 მგ ყოველ მეორე დღეს. თუ კურსი გადააჭარბებს 6 კვირას მაშინ საჭიროა გონადოტროფინი (hCG) ტესტოსტერონის მწყობრში ჩასადგომად, რადგანაც ქიმიის დროს ბუნებრივი ტესტოსტერონის გამომუშავება წყდება და ქიმიის შემდეგ საჭიროა მისი ასე ვთქვად ჩართვა. თუ 6 კვირას დაჯერდებით, მაშინ ტრიბულუსიც საკმარისი იქნება.

კუსის შემდგომ პროფილაქტიკისას რეკომენდირებულია მიიღოთ გონადოტროფინი, ტრიბულუსი, ანტი-ესტროგენები/ანტი-არომატიზატორები და ღვიძლის გამწმენდები:
ანტი-არომატიზატორებს იღებთ კურსის დაწყებიდან მე-2 კვირიდან: ყოველ მე-2 დღეს 0,5 მგ არმიდექსი, ამას იღებთ კურსის დროსაც და კურსის შემდეგ 2 კვირა.
შემდეგია გონადოტროფინი ან ტრიბულუსი: თუ კურსი 6 კვირას არ აღემატება ტრიბულუსს სვამთ კურსიდან 2 კვირის შემდეგ 3-4 კვირის მანძილზე 1800-2000 მგ დღეში. თუ 6 კვირას აღემატება აქ ერთვება გონადოტროფინი მას იღებთ კვირაში 2-ჯერ ყოველ მე-4 დღეს 500 მგ-ს 3-4 კვირის მანძილზე. ასევე საჭიროა კურსის დროს თევზის ქონის დალევა, რადგანაც არმიდექსი სისხლში ქოლესტერინს წევს და ამისთვის საჭიროა ამ დანამატის მიღება.

შემდეგია ღვიძლის მკურნალობა: ეს პროცედურა იწყება კურსის დამთავრებამდე 2 კვირით ადრე და გრძელდება კურსის შემდეგ 3 კვირა. საჭიროა შემდეგი დანამატი/წამლები: კარსილი, ესენციალე, ALA. მიღების წესები დოზირება:
კარსილის - 0.07 გ 2-3-ჯერ დღეში საჭმელთან ერთად;
ესენციალე - 1-2 ტაბლეტი 2-3ჯერ დღეში.ბევრი წყალი დააყოლეთ;
ალა - 200 მგ დღეში. საერთოდ ალა ანტიოქსიდანტია.

ყურადღება მიაქციეთ კვებას, ქიმია მხოლოდ ძლიერმოქმედი დამხმარეა და თუ არ იკვებეთ, არაფერი არ გამოვა და მოტანილი შედეგი უკან წავა. ამიტომაც ჭამეთ დღეში 5-ჯერ, დაამატეთ 2-3 პროტეინ შეიკი და მიიღეთ მულტივიტამინები. კიდევ ბევრი ძირითად საკითხია თუმცა, ვთვლი რომ კაცი როდესაც ქიმიის მიღებამდე მიდის მას უკვე კვება და ასეთი რაღაცები დარეგულირებული აქვს ამიტომაც ამაზე აღარ დავწვრილმანდები.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გახსოვდეთ ქიმიას არაფერი მოაქვს კარგი ჯანმრთელობისთვის და მისი მოხმარება უნდა იყოს გამართლებული დიდი მიზნებით.
ადვილად გასაგები რომ იყოს, ტექსტი დაწერილია მოკლედ, პოპულარული ენით, რადგან თემიდან გამომდინარე არასწორი ინტერპრეტაცია შესაძლოა საზიანო იყოს, პირდაპირი მნიშვნელობით.
წარმატებები!