ცხიმისმწველები

რა არის ცხიმისმწველები?
ცხიმისმწველები (Fat Burners) - სპორტული კვების სახეობაა ან სპეციალური პრეპარატებია, რომლებიც შექმნილია ზედმეტი ცხიმოვანი გროვების შესამცირებლად. ცხიმისმწველები ხელს უწყობენ სხეულის მასის შემცირებას, ხდიან კუნთებს უფრო რელიეფურს, ხელს უწყობენ ვარჯიშზე კონცენტრაციას და აადვილებენ მას.
ცხიმისმწველების მოქმედების ძირითადი მექანიზმებია: ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია, მადის შემცირება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ცხიმების და ნახშირწყლების შეწოვის შემცირება, ცხიმოვან ქსოვილებში ცხიმის სინთეზის ბლოკირება და ზედმეტი სითხის გამოდევნა. ცხიმისმწველები აჩქარებენ ცხიმის მოლეკულების დაშლას და ცხიმს თავისუფალ ენერგიად გადააქცევენ.
ცხიმისმწველები განკუთვნილია მათთვის, ვინც სპორტითაა დაკავებული და სურთ ორგანიზმში ცხიმის შემცველობის შემცირება. ცხიმისმწველები მოქმედებას იწყებენ ვარჯიშს დროს და დიეტის დაცვის პირობებში. თუ ამ დანამატებს არ შეუთავსებთ ვარჯიშს და სწორ კვებას, მათი ეფექტი გაცილებით სუსტი იქნება, ამიტომ ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის და არასწორი კვების შემთხვევაში მათ მიღებას აზრი არ აქვს.


ცხიმისმწველები შეიცავენ შემდეგ ინგრედიენტებს:
კოფეინი (Caffeine) - ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი, ახდენს ცხიმის წვის სტიმულაციას, რადგან ხელს უწყობს ადრენალინის გამომუშავებას - ჰორმონის, რომელიც აჩქარებს ცხიმოვანი მჟავების სისხლში მოხვედრას. სპორტულ კვებაში კოფეინი გამოიყენება როგორც ენერგეტიკული აქსელერატორი. აქვს გამოკვეთილი მასტიმულირებელი ეფექტი, რითიც ხელს უწყობს ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდას, რომელიც თავის მხრივ აჩქარებს ცხიმოვანი მარაგების წვას, მატულობს კუნთებზე დატვირთვა და მათი ზრდის პროცესი. კოფეინი შედის ბევრი დანამატის შემადგენლობაში.
კოფეინის მიღების დოზები დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და მიჩვევაზე. სისტემატიური გამოყენებისას იზრდება ორგანიზმი უფრო ტოლერანტულია და ადვილად იტანს შედარებით დიდ დოზებს 200-400მგრ. თუმცა ზოგიერთისთვის შეიძლება 100მგრ. უკვე ზედმეტ დოზას წარმოადგენდეს. ამიტომ კოფეინის შემცველი დანამატების მიღების დაწყება ჯობია მცირე რაოდენობით და დოზის შემდგომ გაზრდით.

L-კარნიტინი (L-Carnitine) - ამინომჟავა, ბუნებრივი ნივთიერება, B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი, ასრულებს ორგანიზმში ბევრ აუცილებელ ფუნქციებს. ახდენს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიალურ მატრიქსში, სადაც ხდება მათი დაშლა და ენერგიის გამოყოფა. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობას, ამაღლებს განწყობას, ამტანობას და ზოგად ტონუსს. კარნიტინი ზრდის სტრესის მიმართ ტოლერანტობას. აქვს ანაბოლური ეფექტი, ცდებმა აჩვენა, რომ მისი მიღების დროს ხდებოდა არა მარტო ცხიმის შემცირება, არამედ კუნთოვანი მასის ზრდაც. L-კარნიტინი ამცირებს მავნე ქოლესტერინს, რითაც ხდება გულის და ტვინის სისხლძარღვების შევიწროვების თავიდან აცილება და ინფარქტის და ინსულტის რისკის პროფილაქტიკა. აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს და ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. კარნიტინი აუცილებელია იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა აერობული დატვირთვების დროს ამტანობის გაზრდა.
L-კარნიტინი კარგად თავსებადია ყველა სახის ცხიმისმწველებთან, ხელს უწყობს მათ მოქმედებას და ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას. მისი მიღება შეიძლება კუნთოვანი მასის ზრდის დროს, ცხიმის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, პროტეინთან, გეინერებთან ან ნებისმიერ სხვა კომპლექსებთან ერთად.
L-კარნიტინის ოპტიმალური დოზებია დღეღამეშ 500მგრ.-დან 2 გრამამდე, ერთი მიღების დოზა შეადგენს 500მგრ. ან 750მგრ. სამი მიღების შემთხვევაში; ან 1000მგრ. ორჯერ მიღებისას). მიიღეთ L-კარნიტინი ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და დილით მშიერ კუჭზე. ვარჯიშისაგან თავისუფალ დღეებში მიიღეთ დილით და სადილზე ჭამის შუალედებს შორის მშიერ კუჭზე. L-კარნიტინს ყველაზე მეტი აქტიური მოქმედება აქვს დილის საათებში და ფიზიკური დატვირთვების დროს.
L-კარნიტინი ერთერთი ყველაზე უსაფრთხო დანამატია, რომელსაც უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.

გუარანა (Guarana) - ხშირად გამოიყენება სპორტულ დანამატებში, როგორც კოფეინის წყარო. ის იძლევა ენერგიას, ზრდის ნაყოფიერებას, ხელს უწყობს მენტალურ კონცენტრაციას, აჩქარებს ცხიმების დაშლას.
ვარჯიშის დროს გუარანას ოპტიმალური დოზებია 200-დან 800მგრ.-მდე. ეფექტი დგება მიღებიდან 30-60 წუთში და გრძელდება 4-5 საათი. შემდეგი მიღება დასაშვებია 8-10 საათის შემდეგ. გუარანას ეფექტი კოფეინისგან უფრო მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა და არ აქვს კონცენტრაციის პიკი, რაც ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას.

ქრომის პიკოლინატი (Chromium Picolinate) - ქიმიური ნაზავი, რომელიც სპორტული დანამატის სახით იყიდება. გამოიყენება ძალის და კუნთების ზრდისთვის და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების რედუქციისათვის. ქრომის ბიოლოგიური როლი მდგომარეობს ინსულინის მიერ გლუკოზის უტილიზაციის პროცესში მონაწილეობაში და საჭიროა ძალიან მცირე რაოდენობით.
ქრომის პიკოლინატი ჯერ ნაკლებადაა შესწავლილი და გამოკვლეული და არსებობს რისკი პოტენციურად საშიში იყოს ჯანმრთელობისათვის.

ხიტოზანი (Chitosan) - გამოიყენება როგორც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ცხიმების შეწოვის მაბლოკირებელი საშუალება. არის ვარაუდი, რომ ხიტოზანი ამცირებს საკვების კალორიულობას, იმის ხარჯზე, რომ მოხმარებული ცხიმების ნაწილი არ იქნება ათვისებული ორგანიზმის მიერ, თუმცა ექსპერიმენტულად ეს მონაცემები არ დადასტურდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ხიტოზანის დანამატის სახით გამოყენებამ შეიძლება საკვების ათვისების უნარის დაქვეითება გამოიწვიოს და გარდა ცხიმებისა, არ მოხდეს მიკროელემენტების და ვიტამინების ათვისებაც. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით ამ დანამატის მიღებასთან ერთად საჭიროა ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღებაც.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Green Tea Extract) - შეიცავს კატეხინებს, კოფეინს და ვიტამინებს C, P, K და სხვ. ხელს უწყობს ცხიმის წვას, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, აძლიერებს სისხლძარღვების ეფექტს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს განწყობას და ამაღლებს ტონუსს.

სინეფრინი (Synephrine) - მიუხედავა იმისა, რომ სინეფრინის ეფექტურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ის უკვე პოპულარულია სპორტულ კვებაში, როგორც ეფედრინის ალტერნატივა (ეფედრინი აკრძალულია ბევრ ქვეყანაში). სინეფრინს დიდი რაოდენობით შეიცავს მწარე ფორთოხალი, საიდანაც ის მოიპოვება შემდგომ სპორტულ კვებაში მოხმარებისათვის. სინეფრინი ახდენს ცხიმოვანი დეპოს მობილიზაციას, აძლიერებს სითბურპროდუქციას, ამაღლებს ენერგიას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, თრგუნავს მადას. სინეფრინს, მწარმოებლების განცხადებით ეფედრინისგან განსხვავებით არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, რადგან არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა სინეფრინის სხვა მასტიმულირებელ ნივთიერებებთან - კოფეინი, ტირამინი, ოქტოპამინი, ერთად შეთავსებისას გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ტაქიკარდია და სხვ.
სპორტული დანამატები შეიცავენ სინეფრინის სხვადასხვა დოზებს, რომელიც მერყეობს 3-დან 30მგრ.-მდე ერთ დოზაში.

ფენილეტილამინი (Phenethylamine) - ამაღლებს განწყობას და ზრდის მენტალურ კონცენტრაციას. ფენილეტილამინს ხშირად იყენებენ ცხიმის მწველებში და ვარჯიშის წინა კომპლექსებში, როგორც სტიმულატორს. ფენილეტილამინის საშუალო დოზა, რომელსაც სპორტულ დანამატებში იყენებენ 400-500მგრ-ია.

ტირამინი (Tyramine) - ამინომჟავა, რომელიც სინთეზირდება ტიროზინისგან. ფიზიოლოგიურად აქტიურია. ხშირად გამოიყენება სპორტულ დანამატებში ცხიმის წვისთვის, რაც დაკავშირებულია მის უნართან აამაღლოს დოფამინის დონე, ასევე ზრდის ენერგიას ადრენალინის გამოთავისუფლების ხარჯზე. ტირამინმა შიეძლება არტერიული წნევის გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ამის მიზეზი შეიძლება ტირამინის ოქტოპამინად და სინეფრინად კონვერსიაც იყოს. გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დაიცავით მწარმოებლების მითითებები და არ გადააჭარბოთ დოზებს. არ გამოიყენოთ ტირამინის შემცველი დანამატები ანტიდეპრესანტებთან ერთად.

ომეგა-3 ცხიმის მჟავები (Omega-3 Fatty Acids) - მათ გარეშე ძნელია სპორტში სასურველი შედეგების მიღწევა, იქნება ეს წონის დაკლება, კუნთოვანი მასის ზრდა თუ ძალოვანი მაჩვენებლების გაუმჯობესება. ომეგა-3 ცხიმები ზრდის ნივთიერებათა ცვლის დონეს, ამაღლებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რის გამოც ნახშირწყლები ნელა აითვისება და არ ქმნიან კონცენტრაციის პიკს, ზრდის ტონუსს და ამტანობას, ამცირებს მადას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ბოდიბილდინგში კუნთოვანი მასის ზრდისთვის საჭიროა 2-3გრ. დოზა ყოველდღიურად, ხოლო წონის კლების დროს 3-4გრ.


ცხიმისმწველების ძირითადი სახეები:
ყველა ამ დანამატებს თავისი თვისებები, გვერდითი მოვლენები და მიღების წესი აქვთ. ზოგიერთი არც ისე კარგია ჯანმრთელობისათვის, ზოგი კი პირიქით, აუმჯობესებს მას და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ, მიღებამდე გულდასმით გაეცანით მათ შემადგენლობას და თქვენთვის მისაღები ვარიანტი აარჩიეთ.

თერმოგენიკები (Thermogenics) - ცხიმისმწველები, რომელთა მოქმედება სითბურპროდუქციაზეა დამყარებული, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას და ამცირებს მადას. მისი მიღების კურსი საშუალოდ 1 თვე გრძელდება, რის შემდეგ საჭიროა 1-2 კვირიანი შუალედის გაკეთება და შემდეგ განახლება კურსის. მიიღება დღეში 2-3-ჯერ, რათა შენარჩნდეს სისხლში მაღალი კონცენტრაცია. არ მიიღოთ საღამოს, რადგან იწვევს უძილობას. მიღების ოპტიმალური დროა დილა და ვარჯიშის წინ. მათი მიღება არ შეიძლება თუ გაქვთ: არტერიული ჰიპერთენზია, გულის იშემიური დავადება, არითმია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადებები, თირკმელების უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები: ტაქიკარდია, მაღალი წნევა, გაღიზიანებადობა, აღგზნებადობა, ოფლიანობა, უძილობა, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა.

ნახშირწყლების ბლოკატორები (Carb Blockers) - მათი მოქმედების მექანიზმი ფერმენტების ბლოკირებაშია, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს ან საკვებ კომპონენტებთან შეუქცევად დაკავშირებაში, რის შედეგადაც ნახშირწყლები გადაუმუშავებლად განიდევნება, ხოლო ორგანიზმი ნაკლებ კალორიას იღებს საკვებიდან. ნახშირწყლების ბლოკატორები კარგად ეთავსება თერმოგენიკებს, L-კარნიტინს, ცხიმების ბლოკატორებს და სხვა ცხიმისმწველებს.
ნახშირწყლების ბლოკატორებს პრაქტიკულად არ აქვთ გვერდითი მოვლენები. იშვიათად ვლინდება: ინდივიდუალური აუტანლობა, მეტეორიზმი და საჭმლის მონელების დარღვევა. დაიცავით მწარმოებლების რეკომენდაციები და დოზირებები.

ფარისებრი ჯირკვლის სტიმულატორები (Thyroid Complex) - აძლიერებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ აქტიურობას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ცხიმების წვას. ხანდახან დანამატები არ მოქმედებენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე და თავად ასრულებენ მისი ჰორმონების ფუნქციას.
ცხიმისმწველების სახით ფართოდ გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონები, ხშირად ეს L-ტიროქსინია, რომელსაც სპორტული კვებისაგან განსხვავებით აქვს დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენები: გულისცემის აჩქარება და ტაქიკარდია, მეორეადი ჰიპოთირეოზი.

მადის დამაქვეითებლები (Appetite Suppressants) - ამცირებენ მადას, რის შედეგად ხდება სხეულის წონის შემცირება. მადის დამაქვეითებლებს აქვთ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც შიმშილის ცენტრის დათრგუნცაზე და დანაყრების ცენტრის აქტივიზაციაზეა მიმართული.
ზოგი ანორეკტიკი საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისათვის, მაგ: ბენფლუორექსი და ფენფლურამინი. მადის დამაქვეითებლებს აქვთ შემდეგი გვერდითი მოვლენები: აღგზნებადობა, უძილობა, ჰიპერაქტიურობა და ა.შ. არის შედარებით უსაფრთხო ანორეკტიკები, როგორიცაა ფლუკსეტინი და სიბუტრამინი, იშვიათ შემთხვევებში იწვევენ წნევის ცვლილებას, უძილობას და ა.შ. სპორტულ დანამატებში პრაქტიკულად არ გვხვდებიან მთლიანად ანორეკსიგენული მოქმედებით და გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მათ შემადგენლობაზე.

კორტიზოლის ბლოკატორები (Cortisol Blockers) - ურთიერთქმედებენ კორტიზოლთან და ამცირებენ მათ სეკრეციას ან თრგუნავენ მათ აქტიურობას. გამოიყენება კუნთების დაშლისაგან დასაცავად, ცხიმის წვის და რელიეფზე მუშაობის დროს. კორტიზოლის ბლოკატორები უშუალოდ წონის დაკლებას არ უწყობენ ხელს, თუმცა გამოიყენებიან გახდომის დროს ანტიკატაბოლური თვისების გამო, რადგან კუნთებს დაშლისგან იცავენ. კორტიზოლის ბლოკატორებს პრაქტიკულად არ აქვთ გვერდითი მოვლენები. დაიცავით მწარმოებლების რეკომენდაციები. არ გამოიყენოთ ამ ჯგუფის პრეპარატები თირკმელსზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთხვევაში.

L-კარნიტინი (L-Carnitine) - ამინომჟავა, ბუნებრივი ნივთიერება, B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი, ასრულებს ორგანიზმში ბევრ აუცილებელ ფუნქციებს. ახდენს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიალურ მატრიქსში, სადაც ხდება მათი დაშლა და ენერგიის გამოყოფა. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ აქტიურობას, ამაღლებს განწყობას, ამტანობას და ზოგად ტონუსს. კარნიტინი ზრდის სტრესის მიმართ ტოლერანტობას. აქვს ანაბოლური ეფექტი, ცდებმა აჩვენა, რომ მისი მიღების დროს ხდებოდა არა მარტო ცხიმის შემცირება, არამედ კუნთოვანი მასის ზრდაც. L-კარნიტინი ამცირებს მავნე ქოლესტერინს, რითაც ხდება გულის და ტვინის სისხლძარღვების შევიწროვების თავიდან აცილება და ინფარქტის და ინსულტის რისკის პორფილაქტიკა. აუმჯობესებს მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს და ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. კარნიტინი აუცილებელია იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა აერობული დატვირთვების დროს ამტანობის გაზრდა.
L-კარნიტინი კარგად თავსებადია ყველა სახის ცხიმისმწველებთან, ხელს უწყობს მათ მოქმედებას და ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას. მისი მიღება შეიძლება კუნთოვანი მასის ზრდის დროს, ცხიმის დაგროვების თავიდან ასაცილებად, პროტეინთან, გეინერებთან ან ნებისმიერ სხხვა კომპლექსებთან ერთად.
L-კარნიტინის ოპტიმალური დოზებია დღეღამეშ 500მგრ.-დან 2 გრამამდე, ერთი მიღების დოზა შეადგენს 500მგრ. ან 750მგრ. სამი მიღების შემთხვევაში, ან 1000მგრ. ორჯერ მიღებისას). მიიღეთ L-კარნიტინი ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და დილით მშიერ კუჭზე. ვარჯიშისაგან თავისუფალ დღეებში მიიღეთ დილით და სადილზე ჭამის შუალედებს შორის მშიერ კუჭზე. L-კარნიტინს ყველაზე მეტი აქტიური მოქმედება აქვს დილის საათებში და ფიზიკური დატვირთვების დროს.
L-კარნიტინი ერთერთი ყველაზე უსაფრთო დანამატია, რომელსაც უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია.

ომეგა-3 ცხიმის მჟავები (Omega-3 Fatty Acids) - მათ გარეშე ძნელია სპორტში სასურველი შედეგების მიღწევა, იქნება ეს წონის დაკლება, კუნთოვანი მასის ზრდა თუ ძალოვანი მაჩვენებლების გაუმჯობესება. ომეგა-3 ცხიმები ზრდის ნივთიერებათა ცვლის დონეს, ამაღლებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, რის გამოც ნახშირწყლები ნელა აითვისება და არ ქმნიან კონცენტრაციის პიკს, ზრდის ტონუსს და ამტანობას, ამცირებს მადას და ხელს უწყობს წონის დაკლებას.
ბოდიბილდინგში კუნთოვანი მასის ზრდისთვის საჭიროა 2-3გრ. დოზა ყოველდღიურად, ხოლო წონის კლების დროს 3-4გრ.

დიურეტიკი (Diuretic) - შარდმდენი საშუალებაა, რომელსაც ბოდიბილდინგში ზედმეტი სითხის გამოსადევნად იყენებენ, რელიეფის გამოკვეთის მიზნით. იღებენ ვარჯიშის წინ, რადგან მოქმედების საკმაოდ მოკლე ეფექტი აქვს.
არაა რეკომენდირებული ფარმაკოლოგიური დიურეტიკების გამოყენება, რადგან ისინი ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევენ, ელექტროლიტური ცვლის დარღვევით. შეიძლება მძიმე დაავადებების განვითარება, ცნობილია სიკვდილის შემთხვევებიც ბოდიბილდინგში, როდესაც ხდებოდა დიურეტიკების აქტიური მიღება. დიურეტიკების შემცველ სპორტულ დანამატებს როგორც წესი არ გააჩნიათ გვერდით მოვლენებს, რადგან მათი მოქმედება საკმაოდ მსუბუქია და არ იწვევენ არსებით მეტაბოლურ დარღვევებს, თუმცა ამის გამო ეფექტურობაც შედარებით დაბალია.

სხვა ცხიმისმწველები


ცხიმისმწველების შეთავსება
ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება სხვადასხვა ცხიმისმწველების შეთავსება. უსაფრთხო და მაღალეფექტური კომბინაციებია:
თერმოგენიკები + ნახშირწყლების ბლოკატორები + ცხიმების ბლოკატორები + ფარისებრი ჯირკვლის ბლოკატორები + კორტიზოლის ბლოკატორები + L-კარნიტინი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კომბინაცია ძალიან უზარმაზარი ჩანს, ეს საკმაოდ უსაფრთხო შეთავსებაა, რომელიც მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. ამ კომბინაციის მისაღებად საჭიროა 2-3 დანამატის მიღება, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ცხიმისმწველს ერთად.

უსაფრთხოება და შეთავსება
თანამედროვე თერმოგენიკების უმეტესობა აერთიანებს: სტიმულატორებს, ფარისებრი ჯირკვლის სტიმულატორებს, დიურეტიკებს და სხვა კომპონენტებს, რომლებსაც გააჩნიათ სინერგული მოქმედება და მთლიანად თავსებადია. მაგალითად, L-კარნიტინის და თერმოგენიკის კომბინაცია უკანასკნელის გამოყენებას უფრო უსაფრთხოს ხდის, რადგან კარნიტინი იცავს გულს და სისხლძრღვებს გადაღლისაგან და ამცირებს კუნთოვანი ქსოვილის კატაბოლიზმს. მათ შეიძლება უსაფრთხოდ დაემატოს ცხიმების და ნახშირწყლების ბლოკატორები, ისინი საერთოდ არ აითვისება, რის გამოც სხვა სახეობებთან ურთიერთქმედებაში არ შედიან. ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსაც ასევე აქვთ გულის და სისხლძარღვების დამცავი მოქმედება და საკმაოდ ეფექტურია მათი თერმოგენიკების, კარნიტინთან და საკვები ნივთიერებების ბლოკატორებთან ერთად მიღება. კორტიზოლის ბლოკატორები არ ახდენენ უშუალო ზემოქმედებას მეტაბოლიზმზე და სხვა ცხიმისმწველების ფარმაკოდინამიკაზე. ისინი ურთიერთქმედებენ მხოლოდ კორტიზოლთან, ამიტომ კარგად შეთავსებადია.
არ შეათავსოთ ერთიდაიგივე ტიპის ცხიმისმწველბი, რადგან ეს შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისათვის და არაა განართლებული არც ეფექტურობის მხრივ.

დამატებითი სპორტული კვება
წონის კლების და რელიეფზე მუშაობის პროცესში საჭიროა მკაცრი დიეტის დაცვა. ამ დროს ორგანიზმი ვერ იღებს ბევრ აუცილებელ ნივთიერებებს, რის გამოც წონის კლების შედეგად მკვეთრად მცირდება კუნთოვანი მასა, უარესდება კანის ხარისხი და შეიძლება სხვადასხვა დაავადებების განვითარება მოხდეს. ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ სწორედ შეარჩევთ სპორტულ კვებას.
როგორც ცნობილია, შიმშილის პერიოდში ორგანიზმი აქტიურად იწყებს კუნთების დაშლას, რათა მიიღოს ცილების სინთეზისათვის საჭირო ამინომჟავები. ამ დროს აუცილებელი ხდება რომელიმე სახის ამინომჟავების მიღება: პროტეინები, BCAA ან ამინომჟავების კომპლექსი. უმჯობესია ნელი პროტეინების მიღება, ისინი თანდათან შეიწოვებინა, არ იწვევენ ინსულინის აწევას და ამიტომ ხელს არ უშლიან ცხიმის წვას, სამაგიეროდ კვებავენ კუნთებს და აფერხებენ კატაბოლიზმს. თუ რაციონის რადიკალურად შემცირებას აპირებთ, თქვენთვის რეკომენდირებულია BCAA ან ამინომჟავების კომპლექსი, ისინი შეიცავენ ნაკლებ კალორიებს და აფერხებენ კატაბოლიზმს, ამასთან არ ამცირებენ ცხიმისმწველების ეფექტურობას და გახდომის პროცესს.
მკაცრი დიეტის დროს მცირდება ორგანიზმისათვის ვიტამინების და მიკროელემენტების მიწოდება, ამიტომ საჭიროა ამ დანაკლისის შევსება ვიტამინების და მინერალების კომპლექსის საშუალებით. ვიტამინები აუცილებელია ცხიმის დასაშლელად, რადგან მათი დეფიციტი ამცირებს გახდომის ეფექტს.
თუ გსურთ რელიეფის გამოკვეთა, ჩართეთ არგინინის შემცველი დანამატები, რომელიც გააუმჯობესებს კუნთების კვებას, გამოკვეთს რელიეფს და გააფართოებს ვენებს. ასევე დაშვებულია კრეატინის შემცველი სპორტული კვების გამოყენება. კრეატინი ზრდის ძალას და უფრო ინტენსიური ვარჯიშის საშუალებას იძლევა, რითიც აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს.