ენერგეტიკები

    მწარმოებელი ფირმა: BSN

    No-Xplode 2.0
    Fruit Punch - 1.22 LBS (0.55 კგ)

    ფასი: 147 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.2/10 (3740)
    supplementreviews.com 7.1/10 (586)
    fletflix.com 8.4/10 (82)

    პროდუქტის აღწერა: NO-Xplode - დღევანდელ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და ძლიერმოქმედი ვარჯიშამდე მისაღები დანამატი (ენერგეტიკი), რომელიც იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპორტული კვების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, BSN-ის მიერ. NO-Xplode-ის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ დროის უმცირეს პერიოდში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებულ რაოდენობას, კუნთის მასის ზრდას, ძალისა და გამძლეობის მომატებას, კუნთის მეტად დაბერვას, ნაყოფიერობასა და გონებრივ ფოკუსირებას თქვენი ვარჯიშისადმი. ყოველივე ეს დაგეხმარებათ ვარჯიშის ინტენსივობის გაზრდასა და, საბოლოოდ, შედეგის მიღწევაში. თქვენ თვალნათლივ დაინახავთ და იგრძნობთ, რომ NO-Xplode-ის მიღებიდან სულ რამდენიმე წუთში იწყებს გააქტიურებას და შედეგის მოცემას!
    NO-Xplode-ს გააჩნია ისეთი უნიკალური შემადგენლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზმს ყოველი ვარჯიშისთვის აღიჭურვოს საკმარისი ენერგიით, რაც სპორტსმენს დაეხმარება როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ მხარეშიც. ამას NO-Xplode ახერხებს ძლიერი და მოწინავე ინგრედიენტებით, რაც აქამდე გამოსულა: აზოტის ოქსიდი (NO), საუკეთსო კრეატინის მატრიცა და სხვა.
    უსწრაფესი კუნთის ზრდა და სისხლძარღვების გაგანიერება NO Meta-Fusion-თან ერთად!
    NO Meta-Fusion - არის NO-Xplode-ის ბირთვი. ეს არის კატალიზატორი (ნივთიერება, რომელიც აჩქარებს ან ანელებს ქიმიურ რეაქციას, მაგრამ თვითონ არ იცვლება), რომელიც ახერხებს ყველა ამ საოცარი ეფექტის მოხდენას, რაც ცვლის თქვენს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობას. აზოტის ოქსიდი (NO) აფართოებს სისხლძარღვებს, რაც ზრდის სისხლის მოძრაობას სხეულში. შედეგად, სისხლი ხვდება კუნთის ისეთ ადგილებში, სადაც ის ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ აღწევს. ეს უეცარი სისხლის ტალღა, რომელიც გასაგიჟებლად ზრდის თქვენი კუნთის დაბერვასა და შედეგად, მის გაზრდას, გამოყავს ვენები და ალამაზებს თქვენი სხეულის ფორმას. და ეს ხდება NO-Xplode-ის მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე წუთში!
    თქვენ სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით ამ კრეატინის მატრიცის მოქმედებით: დასიების, მუცლის ტკივილისა და ზედმეტი ცხიმების გარეშე თქვენ შეძლებთ მთებივით აღმართოთ თქვენი კუნთები.
    ბევრი კრეატინისა და მსგავსი დანამატის მიღების შემთხვევაში თქვენ გიწევთ დღეებისა და კვირების მოცდა შედეგის დანახვამდე. მეტიც,ზოგჯერ შედეგი საერთოდ არ არის. მთავარი პრობლემა არის ის,რომ ეს პროდუქტები არ „ავარჯიშებენ“ თქვენს კუნთებს მეტი კრეატინის დატევისთვის. თქვენი კუნთებს შეუძლიათ შეზღუდული რაოდენობის კრეატინის დატევა. ყოველთვის, როდესაც კუნთი იწყებს თავისი კრეატინის მარაგის აღდგენას, კუნთის ზრდა მკვეთრად ფერხდება. ამ დროს თქვენი ორგანიზმი ვეღარ ახდენს ამ პროდუქტებზე რეაგირებას.
    NO-Xplode BSN-ის მეშვეობით თქვენ ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით, რადგან ის ზრდის კრეატინის გაჟღენთვის უნარს თქვენს სხეულში. ის სრულად უშვებს სისძარღვებს, რაც შემდეგ კვებას კუნთს. აძლევს კრეატინის მატრიცას საშუალებას, გაწელოს კუნთის უჯრედები, რის შედეგადაც ის დაიტევს მეტ კრეატინსა და ზრდისთვის საჭირო სხვა ინგრედიენტებს. და ყველაზე გასაკვირი არის ის, რომ ეს ხდება შთანქმიდან რამდენიმე წუთში.
    NO-Xplode-ის პოპულარობას განაპირობებს არა მხოლოდ მისი შედეგები, არამედ ის ფაქტიც, რომ ეს დანამატი არ შეიცავს შაქარს. უმეტესწილად, კრეატინი დატვირთულია შაქრით, რაც დიდი რაოდენობით ცხიმის ზრდას უწყობს ხელს. NO-Xplode-ის შემთხვევაში, თქვენ არ შეგაწუხებთ ზედმეტი ცხიმი და იმის შეგრძნება, რომ თქვენი კუნთი წყლითაა გაბერილი. მეტიც, თქვენს კუჭს არანაირი პრობლემა არ ექნება მისი შთანქვისას, ასე რომ ვერანაირ დისკომფორტს ვერ იგრძნობთ ამ დანამატის მოხმარებისას.
    BSN NO-Xplode -ის შემადგენლობა (ერთ სტანდარტულ კოვზში (22.5 g)):
    • კალორიები - 40
    • ცხიმი - 0 გ
    • შაქარი - 0 გ
    • ნახშირწყალი - 10 გ
    • პროტეინი (ცილა) – 0 გ
    • ვიტამინი B6 (pyridoxine HCl) – 20 მგ
    • ვიტამინი B9 (Folic Acid) - 300 მკგ (მიკროგრამი)
    • ვიტამინი B12 (cyanocobalamin) - 120 მკგ
    • კალციუმი - 65 მგ
    • ფოსფორი - 235 მგ
    • მაგნიუმი - 55 მგ
    • ნატრიუმი - 350 მგ
    • კალიუმი - 85 მგ


    მიღების წესი და დოზირება: რეკომენდირებული მიღება სავარჯიშო დღეებში: შეურიეთ 1-3 კოვზი 150-500გრ. ცივ წყალს და ვარჯიშის დაწყებამდე 30-45 წუთით ადრე მიიღეთ. ყოველ 1 კოვზ ფხვინლზე შეურიეთ დაახლოებით 150გრ. წყალი. დაამატეთ წყალი, რათა სითხემ სასურველი გემო და სიტკბო მიიღოს. საუკეთესო შედეგისთვის სასურველია ცარიელ კუჭზე მიღება. (ჭამიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ ან პროტეინის პორციის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ)
    რეკომენდირებული მიღება არასავარჯიშო დღეებში: შეურიეთ 1 კოვზი 150გრ. წყალს და მიიღეთ ცარიელ კუჭზე

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
    არ მიიღოთ 3 კოვზე მეტი ერთდროულად. 12 კვირის შემდეგ დაისვენეთ 4 კვირა, რადგან ორგანიზმი არ გახდეს მასზე დამოკიდებული.
    არ აანჯღრიოთ NO-XPLODE შეიკერში, არამედ პირდაპირ დალიეთ მომზადებული ხსნარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ნახშიროჟანგი აორთქლდება, რაც დანამატის ათვისებას შეუშლის ხელს. მაქსიმალური შედეგის მისაღებათ, მოერიდეთ NO-XPLODE-ის მიღებას პროტეინთან ერთად (შეეცადეთ ამ ორი დანამატის მიღებებს შორის 1 საათი გავიდეს).
    მაქსიმალური შედეგისთვის შეეცადეთ ყოველდღიურად მიიღოთ 3.5 ლიტრი წყალი, პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარ კვებასთან ერთად.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.bsnonline.net/