ვინ ვართ ჩვენ


Nutrition Georgia საქართველოში პირველი ფირმაა, რომელმაც მომხმარებელს იაფი, ხარისხიანი და საყოველთაოდ პოპულარული ბრენდები შესთავაზა. Muscletech, BSN, MHP, GNC, Optimum Nutrition, Twinlab, Dymatize Nutrition, Universal Nutrition, VPX, Gaspari Nutrition, Weider, USP Labs, MRI და კიდევ მრავალი სხვა ის ბრენდებია, რომელთა ხარისხსა და საიმედოობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობენ და ენდობიან.

საკვები დანამატები არის ჩვეულებრივი საკვები პროდუქტები. თუ გადავხედავთ მათ შემადგენლობებს მივხვდებით, რომ ისინი შეიცავენ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს და ენზიმებს. აღნიშნული ნივთიერებები გვხვდება ბუნებრივ პროდუქტშიც, მაგალითად ხორცი მდიდარია ცილებით, პური დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, ვიტამინები მრავლადაა ხილში და ბოსტნეულში. კითხვაზე თუ რა უპირეატსობა აქვს საკვებ დანამატებს ბუნებრივ პროდუქტთან შედარებით და რატომაა უკეთესი იგივე ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების მიღება სწორედ საკვები დანამატების დახმარებით პასუხი მარტივია: კვების დანამატები წარმოადგენს მაღალკონცენტრირებულ პროდუქტებს, და თუ ბუნებრივი პროდუქტის მიღების შემთხვევაში ორგანიზმს უწევს აღნიშნული საკვების გადამუშავება და ცალკეული, სასარგებლო ნივთიერებების გამოყოფა და შემდეგ ქსოვილების მომარეგება, კვების დანამატების მიღების შემთხვევაში ეს პროცესი გაადვილებულია და ორგანიზმი ითვისებს ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების მაქსიმალურ რაოდენობას მოკლე დროში.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი სპორტსმენი ხვდება აღნიშნული პროდუქტის მნიშვნელობას, პრაქტიკაში მოიხმარს მათ და ღებულობს სასურველ შედეგს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი სწორი და ჯანსაღი სპორტული კვების კულტურის დანერგვაში არც თუ ისე პატარაა და ამ ყველაფერს ვუყურებთ არა მხოლოდ მარკეტინგული კუთხით, არამედ ჩვენც ვართ აქტიური გულშემატკივრები ზოგადად სპორტის და განსაკუთრებით ქართული სპორტის გავნითარების და სრულყოფის. ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ და მხოლოდ რჩეული და ხარისხიანი ბრენდები, მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეულ პროდუქტზე. ჩვენ არ მოვაკლებთ ძალისხმევას და ვეცდებით თითოეული სპორტსმენის შრომას და მრავალწლიან, დამღლელ ვარჯიშს ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შევმატოთ რასაც ჰქვია ჯანსაღი, სწორი, სპორტული კვება, რომლის გარეშეც არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში სპორტი და სპორტსმენი არ მოიაზრება.