გლუტამინები

რა არის გლუტამინები?
გლუტამინი (Glutamine) - წარმოადგენს ამინომჟავას, რომელსაც პირველი ადგილი უკავია სისხლში და კუნთებში თავისი შემცველობით. გლუტამინი მოქმედებს პროტეინების დაშლაზე და მათ სინთეზზე: აღნიშნული ამინომჟავის მიღების შემდეგ აქტიურდება პროტეინების სინთეზი და ნელდება პროტეინების დაშლა. გლუტამინი ერთერთი შეცვლადი, თუმცა ორგანიზმისათვის აუცილებელი ამინომჟავაა, ის უზრუნველყოს ისეთ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიც ტვინის, კუჭნაწლავის, თირკმელების, ფილტვების, იმუნური სისტემის ფუნქციებია.
გლუტამინი სპორტული დანამატების მრავალფეროვან სიაში ერთერთი ლიდერია. კუნთების 60% სწორედ გლუტამინისაგან შედგება, რის გამოც ამ ამინომჟავას ბოდიბილდინგში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გლუტამინი ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და პროტეინის შემცველ უმეტეს საკვებ პროდუქტებში მოიპოვება. სამწუხაროდ, საკვებში გლუტამინის რაოდენობა არაა საკმარისი ათლეტისათვის, რადგან მათი ორგანიზმი სწრაფად „გადაამუშავებს“ აღნიშნულ ამინომჟავას. ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად სპორტსმენებისთვის აუცილებელია მისი დამატებით მიღება.
რაც უფრო დიდია ვარჯიშის შემდგომი აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, მით დიდი დროა საჭირო მიზნის მისაღწევად. ორგანიზმს ერთი ვარჯიშის პერიოდში 50%-მდე გლუტამინის დაკარგვა შეუძლია, თუ თქვენი იმუნური სისტემა ან სხეული გლუტამინის დეფიციტს განიცდის, მათი ანაზღაურება პირველ რიგში კუნთებიდან მოხდება, რაც კატაბოლიზმის რისკს ზრდის.
ნებისმიერი ათლეტისათვის ვარჯიში ორგანიზმის სტრესს წარმოადგენს. როგორც ნებისმიერი სტრესის დროს, ხდება გლუკოკორტიკოიდების გამოყოფა, რომელიც ამსუბუქებს ენერგიის დანახარჯს და „წვავს“ კუნთოვან უჯრედებს. გლუკოკორტიკოიდების კატაბოლური პროცესის შეჩერება გლუტამინის მიღებითაა შესაძლებელი. გლუტამინი სპორტსმენებს წლის ცივი სეზონების დროს ეხმარება, როცა მათი ორგანიზმი განიცდის სხვადასხვა ინფექციების შემოტევას. გლუტამინი იმუნური სისტემის მძლავრი სტიმულატორია. ის წარმოადგენს მაკროფაგების და ლიმფოციტების მთავარ საწვავს - უჯრედების, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში.
გლუტამინი კარგი აღმდგენი საშუალებაა ტრავმის მიღების და ოპერაციის გადატანის შემდეგ. ის აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს კუნთებში პროტეინის და თავისუფალი ამინომჟავების დაკარგვას. გლუტამინი ყველაზე „მრავალრიცხოვანია“ სისხლში და კუნთებში თავისი შემცველობით. სტრესი და გადატვირთვა ამ ამინომჟავის რაოდენობას ამცირებენ, რის გამოც იზრდება კატაბოლიზმის რისკი. ორგანიზმში გლუტამინის უკმარისობა სხვადასხვა დაავადებების, ტრავების და ინფექციების მიზეზი ხდება. გლუტამინის დეფიციტს სერიოზული მასშტაბების პრობლემების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. გლუტამინის შემცველ სპორტულ დანამატებს შეუძლიათ გაზარდონ იმუნიტეტის დონე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ინფექციების გამო სპორტსმენი იძულებული ხდება გამოტოვოს რამდენიმე ვარჯიში.
გლუტამინი უზრუნველყოფს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. 2 გრამი გლუტამინი ზრდის პლაზმის ტუტოვან რეზერვს; გარდა ამისა გლუტამინი ამაღლებს პლაზმაში ბიკარბონატის კონცენტრაციას, რითაც არეგულირებს მჟავა-ტუტოვან თანაფარდობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დიდი რაოდენობის გამეორებით და მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობთ: გლუტამინი კუნთებში დაგროვილი რძის მჟავას ნეიტრალიზაციას ახდენს. გლუტამინის კიდევ ერთი უპირატესობა მისი აბსოლუტური უსაფრთხოება, დიდი დოზების შემთხვევაშიც კი. ყველა ამ თვისების გამო, გლუტამინი ბოდიბილდინგში ვარჯიშის დროს ერთერთ ყველაზე აუცილებელ ამინომჟავას წარმოადგენს.

გლუტამინი საკვებ პროდუქტებში
ცხოველური წარმოშობის წყაროები: ძროხის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე, იოგურტი, ხაჭო, რძის პროდუქტები.
მცენარეული წარმოშობის: კომბოსტო, ჭარხალი, პარკოსნები, ისპანახი, ოხრახუში. L-გლუტამინის მცირე რაოდენობა მოიპოვება ბოსტნეულის წვენებში და დუღლის პროდუქტებში, როგორიცაა მაგალითად სოიოს პასტა.

გლუტამინის თვისებები:
• მონაწილეობს კუნთების პროტეინების სინთეზში
• წარმოადგენს ენერგიის წყაროს, გლუკოზასთან ერთად
• აქვს ანტიკატაბოლური მოქმედების უნარი (თრგუნავს კორტიზოლის სეკრეციას)
• იწვევს ზრდის ჰორმონის დონის ამაღლებას (ყოველდღიურად 5გრ. გამოყენებისას ზრდის ჰორმონის დონე 4-ჯერ იზრდება)
• აძლიერებს იმუნიტეტს
• აჩქარებს აღდგენას ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

გლუტამინის მიღების წესი:
გლუტამინის რეკომენდირებული დოზა დღეღამეში 4-8გრ.-ია. ოპტიმალურია ამ დოზის ორ ნაწილად დაყოფა: ვარჯიშის დასრულებისთანავე და ძილის წინ მშიერ კუჭზე. ვარჯიშის მერე გლუტამინი სწრაფად ავსებს გამოფიტულ მარაგებს, თრგუნავს კატაბოლიზმს და ხელს უწყობს კუნთების ზრდას. გლუტამინის მიღება ძილის წინ რეკომენდირებულია ღამე ზრდის ჰორმონის გამომუშავების გამო, რადგან მას შეუძლია ამ პროცესის გაძლიერება. დასვენების დღეებში გლუტამინი მიიღეთ სადილზე და ძილის წინ მშიერ კუჭზე.

გლუტამინის შეთავსება სპორტულ კვებასთან:
გლუტამინი კარგად ეთავსება ბევრ სპორტულ დანამატს და იმავდროულად ხდება ეფექტის გაძლიერება. ყველაზე ოპტიმალური შეთავსებაა: გლუტამინი+კრეატინი, პროტეინი. ამ კომპლექტს შეიძლება დაემატოს ვარჯიშის წინ მისაღები კომპლექსები, ანაბოლური კომპლექსები და სხვა დანამატები. არ აურიოთ ერთმანეთში გლუტამინი და პროტეინი, რადგან ამას შეუძლია პირველის აბსორბციის სიჩქარე შეანელოს, მიიღეთ ისინი მინიმუმ 30 წუთის შუალედით. კრეატინის და გლუტამინის შერევა და ერთად მიღება დასაშვებია.

გვერდითი მოვლენები:
გლუტამინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ადამიანს მუდმივად მიეწოდება საკვებთან ერთად. გლუტამინის დამატაებითი მიღება ჯანმრთელობისათვის არაა საზიანო და როგორც წესი არ იწვევს გვერდით მოვლენებს. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია კუჭნაწლავის გაღიზიანება გლუტამინის დიდი დოზებით მიღების დროს.