კარნიტინები

რა არის კარნიტინები?
კარნიტინი (Carnitine)- კარნიტინი მონაწილეობს ცხიმის მჟავების გრძელი ჯაჭვის შექმნის და მათ ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესში. ღვიძლი და თირკმელები გამოიმუშავებენ კარნიტინს ორი სხვა ამინომჟავისაგან - ლიზინის და მეტიონინისგან. კარნიტინი ორგანიზმს ხორცის და რძის პროდუქტების საშუალებით მიეწოდება. განასხვავებენ რამდენიმე ტიპის კარნიტინს. D-კარნიტინი საშიშია, რადგან ამცირებს ორგანიზმის მიერ კარნიტინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს. L-კარნიტინი ამ მხრივ ნაკლებად სახიფათოდ ითვლება. ცხიმოვანი მარაგების ზრდის პროცესის შეფერხების უნარის გამო L-კარნიტინი მნიშვნელოვანია წონის კლებისათვის და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად. ორგანიზმი კარნიტინს გამოიმუშავებს მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ლიზინის, რკინის და B19 და B69 ენზიმების არსებობის დროს. კარნიტინის დეფიციტის მიმართ ვეგეტარიანელები უფრო მგრძნობიარეები არიან, რადგან მათ რაციონში შედარებით მცირეა ლიზინი. კარნიტინი ასევე ამაღლებს ანტიოქსიდანტების C და E ვიტამინების ეფექტურობას. ითვლება, რომ ცხიმის შედეგიანი უტილიზაციისათვის კარნიტინის დღიური ნორმა უნდა 1500 მილიგრამს შეადგენდეს.

კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).
L-კარნიტინი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.
L-კარნიტინი ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.
L-კარნიტინი ავლენს ნეიროტროპულ მოქმედებას, ამუხრუჭებს აპოფტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულ ზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. (წყარო: aversi.ge)