პროტეინები

    მწარმოებელი ფირმა: Optimum Nutrition

    100% Whey Gold
    Chocolate Mint - 5 LBS (2.27 კგ)

    ფასი: 260 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 9.1/10 (4593)
    supplementreviews.com 9.2/10 (389)
    fletflix.com 9.2/10 (33)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: Optimum Nutrition 100% Whey Gold Standard ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პროდუქტია. ის შეიცავს შრატის იზოლირებულ ცილებს, შრატის კონცენტრატებს, პეპტიდებს. ყოველი დოზა შეიცავს ქოლესტერინის და ცხიმისგან გამოთავისუფლებულ 24 გრ. ცილას. 100% Whey Gold Standard-ში შემავალი პეპტიდები უზრუნველყოფენ ამ პროდუქტის არაჩვეულებრივად სწრაფ შეწოვასა და ათვისებას ორგანიზმში. ეს მნიშვნელოვნად ზრდის Whey Gold-ის ბიოლოგიურ ღირებულებას. ის ასევე შეიცავს 5 გრამ BCAA-ს (Branched Chain Amino Acids - ამინომჟავა) და გლუტამინის პეპტიდებს, რომლებიც ასტაბილურებენ კუნთურ მასასა და ძალას, ხოლო იმუნურ სისტემასა და ანაბოლურ ეფექტს აძლიერებენ.

    მიღების წესი და დოზირება: Gold Standard 100% Whey™-ის სახით რეკომენდირებულია დღიურად მიიღოთ ინდივიდუალურად წონის თითოეულ კილოგრამზე დაახლოებით 1 გრ. ცილა (მაგ. თუ ხართ 80 კილო მიიღეთ დღეში 80 გრ. ცილა ამ დანამატიდან). საუკეთესო შედეგისთვის, დოზა გაყავით ორ ან მეტ პორციად და გადაანაწილეთ დღის განმავლობაში. ვარჯიშის დღეებში ერთი პორცია ვარჯიშის წინ 30 წუთით ადრე მიიღეთ, ხოლო მეორე დასრულებისთანავე. ყუთში მოთავსებული 1 სავსე კოვზი (30.4 გრ. ფხვნილი) შეიცავს 24 გრ. სუფთა შრატის ცილას.
    პორციის მომზადებისას, 1 ქილაში მოთავსებული კოვზი გახსენით 200 მლ წყალში ან უცხიმო რძეში.

    გაფრთხილება: ალერგიულობა: პროდუქტი შეიცავს რძის შრატისა და სოიოს ლეციტინის კომპონენტებს. შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს http://www.optimumnutrition.com/