გეინერები

    მწარმოებელი ფირმა: CytoSport

    CytoGainer
    Banana Cream - 6 LBS (2.72 კგ)

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.6/10 (431)
    supplementreviews.com 8.6/10 (70)
    fletflix.com 8.7/10 (10)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: თუ გსურთ თქვენმა სხეულმა მოკლე დროში მიაღწიოს სასურველ ზომებს, ან გინდათ რომ შეინარჩუნოთ მიღწეული სპორტული ფორმა მაშინ მიიღეთ CytoGainer. იგი შეიცავს გლუტამინს, შრატის პროტეინის კონცენტრატს, შრატის პეპტიდებს, რომლებიც აძლიერებენ ცილის სინთეზს. დროული აღდგენის, ძალისა და ენერგიის გაუმჯობესების მიზნით პროდუქტის შემცველობაში დამატებულია კრეატინ მონოჰიდრატი და L-glutamine.

    მიღების წესი და დოზირება: ათქვიფეთ 150 გრამი ნახევარ ლიტრ წყალში. სასურველია თუ ამ კოქტეილს 100-200 გრამ დაბალცხიმიან რძეს დაუმატებთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად დალიეთ ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. ალერგიულობა: პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძის, კვერცხის, სოიოს, ხორბლის, თხილის/მიწისთხილის, მოლუსკისა და თევზის ქონის კომპონენტებს.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.cytosport.com