ენერგეტიკები

    მწარმოებელი ფირმა: MusclePharm

    Assault
    Green Apple - 1.76 LBS (0.8 კგ)

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.9/10 (2132)
    supplementreviews.com 8.1/10 (162)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: ASSAULT™ ბოდიბილდერების, პოვერლიფტერების, ორთაბრძოლებისა და ძალისმიერი სპორტის მიმდევარი ათლეტებისთვის განკუთვნილი საკვები დანამატია, რომელიც პირველივე პორციიდან მთლიანად შეცვლის თქვენი ვარჯიშის მიმდინარეობას. მიიღეთ ASSAULT ვარჯიშის წინ ან ნელნელა სვით თქვენი ვარჯიშის დასაწყისში.

    თითოეული პორცია (23 გრამი) შეიცავს:
    • 6 გრამ BCAA ამინომჟავებს კუნთური მასის გასავითარებლად
    • 5 გრამ უმაღლესი ხარისხის კრეატინს - Con-Cret
    • 4 გრამ ბეტა ალანინს
    • ასტრაგინსა და ცინულინს, შეწოვისა და ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციისთვის
    • ნახშირწყლებსა და ვიტამინების სრულ პაკეტს ენერგიისა და შესაძლებლობების ზრდისთვის

    Con-Cret: ვარჯიშამდე მისაღებ საკვებ დანამატში, სხვა არავინ გთავაზობთ კრეატინის ამ დაპატენტებულ ვერსიას, რომელიც კლინიკურად დამტკიცებულია და აღიარებული როგორც ყველაზე საუკეთესო

    Astragin: დაპატენტებული, კლინიკურად შესწავლილი ჟენშენის ექსტრაქტი. ასტრაგინი მატებს სისხლში გლუკოზის დონეს, ზრდის კრეატინისა და არგინინის შეწოვის ხარისხს, აუმჯობესებს ატფ-ის გამომუშავებას

    Cinnulin: ასტრაგინის მსგავსად ცინულინი ამაღლებს შეწოვის ხარისხს, ასე რომ კრეატინი არგინინი, ვიტამინები და სხვა Assault-ში შემავალი ინგრედიენტები კუნთებში ძალიან ჩქარა შეითვისება
    ამასთან ერთად ეს ორი მუშა სუბსტანცია კუნთის ზრდასთან ერთად იწვევს ცხიმების დაწვასაც

    BCAAs: ფორმულაში არის შემდეგი თანაფარდობით 3:1:2, ანუ უფრო მეტია შემცველობა ლეიცინის და ვალინის ვიდრე იზოლეიცინის. ამ ამინომჟავის დამატება ხელს უწყობს ძლიერ აღდგენას და ზრდის მშრალი კუნთის მასას

    მიღების წესი და დოზირება: ქილაში მოთავსებული 1/2 ან 1 კოვზი (23 გრ. ან 46 გრ.) გახსენით ნახევარ ლიტრ ცივ წყალში ან სხვა სასმელში, კარგად მოურიეთ და მიიღეთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. საუკეთესო შედეგისთვის, დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 3.5 ლიტრი წყალი.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.musclepharm.com