ვიტამინები

    მწარმოებელი ფირმა: Windmill

    Vitamin E-400
    90 Softgels

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: ვიტამინი E (ტოკოფეროლი) - ძლიერი ანტიოქსიდანტია, რის გამოც კარგად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა პათოლოგიებს და ხელს უშლის ორგანიზმში კანცეროგენების წარმოქმნას. კარგია ქსოვილების რეგენერაციისათვის და ამცირებს ტრავმების შემდეგ ნაწიბურების წარმოქმნის ალბათობას. უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხსნის ფეხებში კრუნჩხვას, ზრდის ამტანობას.
    E ვიტამინის ასათვისებლად საჭიროა სელენი და თუთია, ხოლო ცომეული და ტკბილეული, პირიქით მის ათვსებას აფერხებს.
    Windmill Vitamin E-400-ს თითოეულ კაფსულაში 400 მგ E ვიტამინია.

    მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ დღეში 1 კაფსულა.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დოზას. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
    E ვიტამინის ჭარბი დოზით ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა, გულისრევა, მეტეორიზმი, მაღალი წნევა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.windmillvitamins.com