სახსრების ჯანმრთელობა

    მწარმოებელი ფირმა: Puritans Pride

    Joint Soother
    120 Caplets

    ფასი: 58 ლარი 55 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)

    პროდუქტის აღწერა: Double Strength Glucosamine, Chondroitin & MSM Joint Soother® შეიცავს ყველა აქტიურ დანამატს რომელიც აუცილებელია სახსრებისა და მყესების ჯანმრთელობისთვის:
    გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი (Glucosamine HCl) - გლუკოზამინი ამინოსახარიდია, რომელიც ბუნებაში მოლუსკებში, ცხოველების ძვლებში ან ზურგის ტვინში, ზოგიერთი სახეობის სოკოებში მოიპოვება.
    გლუკოზამინი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივი ფორმით გამომუშავდება. ის შემაერთებელი ქსოვილების ერთერთი მთავარი საშენი ელემენტია. იგი აკავშირებს უჯრედებს ერთმანეთთან, რითაც ქსოვილებს მეტად მტკიცეს და დაჭიმვის მიმართ მდგრადს ხდის. გლუკოზამინი შემდეგი ქსოვილების ფორმირებაში და გაძიერებაში მონაწილეობს: ხრტილები, მყესები, იოგები, სინოვიალური სითხე, კუნთები, კანი, ძვლები, თმა და ფრჩხილები, გულის სარქველები, სისხლძარღვები.
    ვარჯიშის დროს სახსრების ფუნქციის დარღვევის პირველი ნიშნებია: ტკაცუნი, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა. ასეთ დროს აუცილებელია გლუკოზამინის და ჰონდროიტინის მიღების დაწყება. ეს დანამატები შეიძლება გამოყენებული იქნეს ტრავმების პროფილაქტიკისათვის, იოგების გაძლიერებისათვის, ასევე მიღებული ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
    ჰონდროიტინ სულფატი (Chondroitin Sulfate) - ჰონდროიტინი ხრტილოვანი ქსოვილის და იოგების მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია, რომელიც ზრდის მათ სიმტკიცეს გაჭიმვის და შეკუმშვის დროს. ჰონდროიტინ სულფატი წარმოიქმნება ორგანიზმში ხრტილოვანი ქსოვილის მიერ და შედის სახსრების სინოვიალური სითხის შემადგენლობაში, რომელიც ასრულებს ე.წ. „შეზეთვის“ ფუნქციას. დანამატების წარმოება ხდება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ღორის ტრაქეიდან და ზვიგენის ხრტილისგან.
    ჰონდროიტინი ორგანიზმში რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: შედის ხრტილების შემადგენლობაში, აძლევს მათ სიმტკიცეს და ქსოვილში წყლის შეკავების ხარჯზე ამორტიზაციის თვისებას (ხრტილებში ჰონდოიტინის დეფიციტი ოსტეოართრიტის მთავარი მიზეზია); დამაკავშირებელი აპარატის შემაერთებელი ქსოვილის გამძლეობის გაზრდა; შემაერთებელი ქსოვილების დამშლელი ფერმენტების აქტიურობის შემცირება; ანთებით და დეგენერატიულ პროცესებთან დაკავშირებული სახსრების ქრონიკული ტკივილების გაქრობა ან შემცირება; ხრტილების რეგენერაცია (აქტუალურია ბოდიბილდინგით და მძიმე სპორტით დაკავებული ადამიანებისათვის);
    მეთილსულფონილმეტანი (MSM) - აქრობს ტკივილის შეგრძნებას და ამცირებს ანთებას, თუმცა ხელს ვერ უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას.
    კოლაგენი (Collagen) - ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცილაა. ის პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა ქსოვილშია, უზრუნველყოფს მათ სიმტკიცეს, აკავშირებს და იკავებს უჯრედებს ერთად. ყველაზე მეტი კოლაგენი შემაერთებელ ქსოვილებშია, რომელებიც ახორციელებენ მექანიკურ ფუნქციებს: ძვლები, ხტრილები და იოგები.
    ჰიდროლიზირებული კოლაგენი კარგად აითვისება კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ. ის აღადგენს ხრტილების მთლიანობას, აძლიერებს იოგებს, ძვლებს და ამსუბუქებს ტკივილს სახსრების დაზიანების დროს, აუმჯობესებს კუნთების კვებას და კანის ხარისხს.
    ლიმნის ექსტრაქტი - აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს. გარდა ამისა, ის შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, ამცირებს ტკივილს და ანთებას, აუმჯობესებს აღდგენით პროცესებს.


    მიღების წესი და დოზირება: 2 კაფსულა დღეში, უმჯობესია ჭამის დრო.

    გაფრთხილება: მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.