კრეატინები

    მწარმოებელი ფირმა: Muscletech

    Cell-Tech™ Hardcore Pro Series™
    Fruit Punch - 6 LBS (2.72 კგ)

    ფასი: 199 ლარი 159 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.7/10 (114)
    supplementreviews.com 6.9/10 (87)
    fletflix.com 9.6/10 (17)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: რა არის Cell-Tech Hardcore Pro Series?
    ჩვეულებრივი კრეატინი სხეულს ძალის გაზრდაში, გამძლეობის ამაღლებასა და მშრალი კუნთოვანი მასის შენებაში ეხმარება. MuscleTech-მა სპეციალური ფორმულა "Cell-Tech" შეიმუშავა, რომელშიც კრეატინთან ერთად თავმოყრილია ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, ენზიმები, ამინომჟავების ცალკეული ნაერთები და სხვ. სწორედ ამიტომ "Cell-Tech" ჩვეულებრივ კრეატინთან შედარებით გაცილებით ეფექტურია და ძალიან ბევრ სპორტის სახეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

    მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1 პორცია (1 ქილაში მოთავსებული კოვზი = 50 გრამი) ვარჯიშის დასრულებისთანავე, არასავარჯიშო დღეებში - დილით გაღვიძებისთანავე.
    უკეთესი შედეგისთვის:
    მიიღეთ 2 პორცია (2 ქილაში მოთავსებული კოვზი = 100 გრამი) ვარჯიშის დასრულებისთანავე, არასავარჯიშო დღეებში - დილით გაღვიძებისთანავე.
    საუკეთესო შედეგისთვის:
    პირველი 7 დღე: მიიღეთ პირველი 2 პორცია დილით გაღვიძებისთანავე, ხოლო მეორე ვარჯიშის დასრულებისთანავე (არსავარჯიშო დღეებში 12 საათის შემდეგ), ანუ ჯამურად დღეში 4 პორცია.
    7 დღის შემდეგ: მიიღეთ დღეში 2 პორცია ვარჯიშის დასრულებისთანავე, ხოლო არასავარჯიშო დღეებში, დილით გაღვიძებისთანავე, ანუ ჯამურად დღეში 2 პორცია.
    მომზადების წესი: Cell-Tech-ის თითოეული პორცია გახსენით 177 მლ. ცივ წყალში და დალიეთ. დააყოლეთ წყალი დამატებით რათა ხელი შეუწყოთ კრეატინის შეწოვას. საუკეთესო შედეგის მისაღწევად მიიღეთ მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
    აუცილებელია დღეღამეში დაახლოებით 3 ლიტრამდე წყლის მიღება

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.muscletech.com