All-in-one

    მწარმოებელი ფირმა: MY PROTEIN

    Hurricane XS
    Chocolate - 2.5 Kg

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)

    პროდუქტის აღწერა: Hurricane XS® კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უნივერსალურ 'All-in-One' დანამატებში. ის გამდიდრებულია შენელებული მოქმედების ნახშირწყლებით და შედეგად გამოდგება როგორც საკვრების შემცვლელად, ასევე უშუალოდ ვარჯიშის შემდგომ მისაღებ აუცილებელი დანამატების კომპლექსად. ულტრაკონცენტრირებული შოტლანდიური შვრია ეხმარება ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასტიმულირებს ქსოვილების ზრდას. დამატებით, შტრატის ცილის იზოლატი და შრატის ცილის კონცენტრატი (ჯამში 30 გრამი ცილა პორციაში) ხელს უწყობს კუნთების აღდგებასა და მატებას.
    პროდუქტის თითოეული პორცია ასევე შეიცავს 5 გრამ უახლესი თაობის კრეატის Creapure®, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ძალასა და კუნთურ მასას და ეფექტურობის მხრივ უალტერნატივოა ბაზარზე. და ბოლოს, 1.5 გრამი HMB აჩქარებს ქსოვილების წარმოქმნას, ამცირებს მათ დაშლას და კატაბოლიზმს.
    Hurricane XS-ის უკან მეცნიერული გათვლები უალტერნატივოა დღეს ბაზარზე, მიღებული შედეგი კი ფანტასტიური.

    მიღების წესი და დოზირება: ქილაში მოთავსებული 2 სავსე კოვზი (70 გრამი) გახსენით 350 მლ. წყალში ან დაბალცხიმიან რძეში. უკეთესი შერევისთვის, შეიკერში ჯერ სითხე ჩაასხით და შემდეგ ჩაყარეთ ფხვნილი. მიიღეთ 2 ასეთი პორცია დღეში, სასურველია ერთი დილით და ერთიც უშუალოდ ვარჯიშის დასრულებისთანავე. არასავარჯიშო დღეებში, ასევე თუ დილით ვარჯიშობთ, დალიეთ 1 პორცია დილით და 1 ექვსი საათის გასვლის შემდეგ.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
    აუცილებელია დღეღამეში დაახლოებით 3 ლიტრამდე წყლის მიღება

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.myprotein.com