ანაბოლიკები

    მწარმოებელი ფირმა: Muscletech

    Anotest
    Fruit Punch - 284 Grams

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.8/10 (230)
    fletflix.com 8.6/10 (3)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: ANOTEST™ სამართლიანად ითვლება ყველაზე სრულყოფილ ტესტოსტერონის ბუსტერად. უკვე აღარაა საჭირო ათობით ტაბლეტის მიღება, ამ ფხვნილის პირველი პორციის დალევითანავე იგრძნობთ რამდენად წინ დგას ის ბაზარზე არსებული სხვა დანამატებისაგან.
    ANOTEST™-ის მდიდარი შემადგენლობა აქტიური სპორტსმენებისთვის აუცილებელ რამდენიმე ეფექტს აერთიანებს:
    - 3.12 გრამი D-ასპარაგინის მჟავა (D-Aspartic acid) დაახლოებით 40%-ით ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას, ასევე უზრუნველყობს ჰორმონ ლუტეოტროპინის ნორმის ფარგლებში 30% მატებას, რომელიც ასტიმულირებს ლეიდიგის უჯრედებში ტესტოსტერონის სინთეზს.
    - ერთადერთი ტესტოსტერონ-ბუსტერის ფხვნილია რომელიც ბორს შეიცავს. ამ ნივთიერების მეცნიერულად შერჩეული დოზა ხელს უწყობს თავისუფალი ტესტოსტერონის ზრდას და აუმჯობესებს ესტრადოლის ბალანსს.
    - 2,000 მგ. ლ-კარნიტინი იდეალურია ანდროგენური რეცეპტორების ოპტიმალური კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც უმჯობესდება ტესტოსტერონის მიწოდება კუნთის ქსოვილებში.
    - 2,000 მგ გლუტამინი და 3,300 მგ. BCAA აჩქარებს აღდგენას და ხელს უწყობს კორტიზოლის (კატაბოლური ჰორმონი) სასურველ დონეზე შენარჩუნებას.

    მიღების წესი და დოზირება: გახსენით კონტეინერში მოთავსებული 1 კოვზი (7 გრ.) ფხვნილი 120 მლ. წყალში და დალიეთ დილით.
    საუკეთესო შედეგისთვის, მიიღეთ 2 კოვზი (14 გრ.) ფხვნილი 240 მლ. წყალთან ერთად.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობის ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.muscletech.com