ენერგეტიკები

    მწარმოებელი ფირმა: Cellucor

    C4 Extreme
    Orange - 177 Grams

    ფასი: 175 ლარი 155 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.7/10 (2105)
    supplementreviews.com 8.1/10 (206)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: C4 Extreme-ს შესაძლებლობებს მისი უნიკალური შემადგენლობა განსაზღვრავს:
    • კრეატინის ნიტრატი (Creatine Nitrate) მაღალი ათვისებადობის კრეატინია რომელიც ორგანიზმში ერთდროულად ზრდის როგორც აზოტის ოქსიდის და ასევე ატფ-ის დონეს. ის ამასთანავე უზრუნველყოფს სისხლძარღვების გაფართოებას და შესაბამისად კუნთის ქსოვილებში საკვები ნივთიერებების უკეთეს მიწოდებას და მთლიანად კუნთის უფრო მოქნილ მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ სხვა კრეატინებისაგან განსხვავებით კრეატინის ნიტრატი ნაკლებ სტრესს ქმნილ ადამიანის მომნელებელი სისტემისთვის და აითვისება მათი გაღიზიანების გარეშე;
    • ბეტა-ალანინი (Beta Alanine) - ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა კუნთოვანი ქსოვილების, თავის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემისათვის; მატებს გამძლეობას და ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს ვარჯიშის დროს. აქტიურად მონაწილეობს შაქრის და სხვა ორგანული მჟავების მეტაბოლიზმში;
    • არგინინი (Arginine AKG) - აუმჯობესებს აზოტის ოქსიდის ეფექტურობას, ხელს უწყობს ზრდის ჰორმონისა და ინსულინის გამომუშავებას. ასევე, ასუფთავებს ღვიძლს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სპერმის გამომუშავებას, სასარგებლოა თირკმელების ტრავმების და დარღვევების მკურნალობისათვის. აუცილებელია პროტეინის სინთეზისათვის. არგინინის არსებობა ორგანიზმში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი მარაგების შემცირებას.
    სავარჯიშო ენერგეიის უზრუნველსაყოფად C4 Extreme გამდიდრებულია ტიროზინით, ვიტამინი B12-ით, ნიაცინამიდით, ფოლიუმის მჟავაით და სინეფრინით.

    მიღების წესი და დოზირება: თავდაპირველად შეჩვევისთვის მიიღეთ ქილაში მოთავსებული 1 კოვზი (5.2 გრ.) 100-150 მლ. ცივ წყალში ან სხვა სასმელში გახსნილი, ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. შემდგომში სურვილისამებრ გაზარდეთ დოზა 2 კოვზამდე და შესაბამისად მოუმატეთ სითხის ოდენობასაც. საუკეთესო შედეგისთვის, დღის განმავლობაში დალიეთ დიდი ოდენობით წყალი.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.cellucor.com