გეინერები

    მწარმოებელი ფირმა: Weider

    Giant Mega Mass 4000
    Chocolate - 9.85 LBS (4.47 კგ)

    ფასი: 0 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 6.5/10 (25)
    fletflix.com 9.2/10 (17)

    პროდუქტის აღწერა: მასის გასაზრდელად სპორტსმენმა დამატებითი კალორიები უნდა მიიღოს. Giant Mega Mass 4000 გამოირჩევა მაღალკალორიულობითა და ქსოვილების მკვებავი ნივთიერებების კომპლექსის შემცველობით. მასში თავმოყრილია ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, ენზიმები, კრეატინი, მელტოდექსტრინი, ქრომიუმი და ა.შ. მასში შემავალი ცილები მდიდარია შრატის პროტეინის კონცენტრატებით, ალბუმინით, კალციუმის კაზეინატით და სოიოს იზოლირებული პროტეინით. Mega Mass 4000-ში შემავალი მელტოდექსტრინი ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის შევსებას და სხეულს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაზოგოს და შეინარჩუნოს ნახშირწყლების მარაგი ორგანიზმში რაც თავისთავად იწვევს მასის ზრდას. იგი ასევე არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. პროდუქტი ასევე შეიცავს ტაურინს და ქრომიუმს. აღნიშნული პრეპარატები ასევე არეგულირებენ შაქრისა და ინსულინის ნორმალურ ფუნქციონირებას. "chroline" არეგულირებს ნეიროგადამცემების ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხეულის სისხარტეს. betaine არის ვიტამინი რომელიც იწარმოება chrolini-ს ამინომჟავისგან და უზრუნველყოფს ცხიმების მეტაბოლიზმს. inozitol b-კომპლექსის შემადგენელი ნაწილია და გააჩნია ჰორმონების და იმუნური სისტემის მარეგულირებელი ფუნქცია.

    მიღების წესი და დოზირება: 3 ფინჯანი 447გრ ფხვნილი შეურიეთ 3 ფინჯან 2%-იან ცხიმგამოცლილ რძეს ან წყალს და ათქვიფეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ელექტრომიქსერი. გაყავით დღიური დოზა ოთხად და მიიღეთ დღის განმავლობაში ჭამასა და ჭამას შორის და ერთიც ძილის წინ.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. ალერგიულობა: პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძის, კვერცხის, სოიოს, ხორბლის, თხილის/მიწისთხილის, მოლუსკისა და თევზის ქონის ინგრედიენტებს.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.weider.com