ენერგეტიკები

    მწარმოებელი ფირმა: USPLabs

    Jack3d
    Lemon Lime - 250 Grams

    ფასი: 129 ლარი

    საიტი რეიტინგი (ხმათა რაოდენობა)
    bodybuilding.com 8.8/10 (3991)
    supplementreviews.com 8.6/10 (873)
    fletflix.com 9.4/10 (28)

    იხილეთ იარლიყი
    პროდუქტის აღწერა: დღეს უკვე მრავალი ფირმა გვთავაზობს სპორტსმენთა საკვებ დანამატებს. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ხშირად ფასისა და ფირმის რეიტინგის მიხედვით უწევს.ფირმა USPLabs არ გამოირჩევა პოპულარობით, თუმცა Jack3d ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ, არა მხოლოდ ამ ფირმის საუკეთესო პროდუქტად, არამედ უძლიერეს ენერგეტიკად მთელს ბაზარზე. მასში შემავალი Schizandrol A ასტიმულირებს სხეულის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ მუშაობას. Methylxanthines (Caffeine) მიეკუთვნება მეთილქსანდინის სინონიმებს და ასტიმულირებს CNS, ამაღლებს კუნთის ჩონჩხოვანი ქსოვილის კუმშვადობის ხარისხს. კოფეინი ასევე ებრძვის სხეულში გადაღლას და უმოქმედობას. Beta-Alanine - არნოზინი (Carnosine) უაღრესად მნიშვნელოვანი დიპეპტიდია, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობა განთავსებულია კუნთის ჩონჩხოვან ქსოვილებში, ის ასევე გვხვდება ნერვულ ქსოვილებშიც. აღნიშნული ნივთიერება ეწინააღმდეგება მჟავიანობის მომატებას და წყალბადის იონის დაგროვებას კუნთის ჩონჩხოვან ქსოვილში, რაც სხეულსა და კუნთებს გადაღლას და დაუძლურებას თავიდან აცილებს. ამასთან ერთად, კარნოზინის დონის აწევა საშუალებას აძლევს სპორტსმენს, გამოავლინოს მეტი ენერგია მოკლე დროში. Jack3d-ს კიდევ ერთი კოზირი კრეატინ მონოჰიდრატია, ყველასთვის კარგად ცნობილი "ატფ". იმ დროს როდესაც კარნოზინი იცავს კუნთებს გადაღლისგან და გამოდევნის კუნთებიდან არასასურველ მჟავებს და წყალბადის იონს, ამასობაში კრეატინი გაცილებით უკეთესად ასრულებს თავის კონკრეტულ ფუნქციას ამარაგებს რა ატფ-ით ქსოვილებს ენერგია ბირთვული რეაქტორის სიჩქარით გამოიყოფა. რა არის რეალობაში jack3d ამის ახსნა ძნელია სიტყვებით, ეს უნდა გამოცადო...

    მიღების წესი და დოზირება: პირველი სამი მიღებისას შეურიეთ 1 კოვზი (5.5 გრ.) 150გრ. წყალს და მიიღეთ 30-45 წუთით ადრე ვარჯიშამდე. მეოთხე მიღებიდან დოზა შეიძლება გაზარდოთ მაგრამ არა 1/2 კოვზზე (2.75 გრ) მეტით.
    არ მიიღოთ 3 კოვზზე მეტი 24 საათიან პერიოდში! არ მიიღოთ 5 დღეზე მეტი 7 დღიან პერიოდში. ამ პროდუქტის მიღებისას მამაკაცებმა ყოველდღიურად 3.5 ლ. სითხე დალიეთ, ხოლო ქალებმა 2.5 ლიტრი.

    გაფრთხილება: 18 წლამდე მოზარდებმა, ასევე მედიკამენტებით მკურნალობისას ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ნუ გამოიყენებთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. პროდუქტის მიღება არარეკომენდირებულია დიაბეტიკებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სუსტი ფსიქიკა. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება. შეინახეთ მჭიდროდ დახურული სახურავით, ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ ვებ-საიტს www.usplabsdirect.com